სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Solar Impulse – მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი

მზის ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავმა Solar Impulse – მა თავისი პირველი საერთასორისო რეისი შეასრულა. აპარატი, რომელიც ენერგიას მხოლოდ მზისგან იღებს, შვეიცარიიდან ბელგიაში ჩაფრინდა.

თვითმფრინავმა სტარტი შვეიცარიის ქალაქ პაერნედან, ადგილობრივი დროით დილის 08:40 წუთზე აიღო. ფრენა 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც აპარატი ბრიუსელის აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავს კომპანია Solar Impulse – ის წარმომადგენელი, ანდრე ბორშბერი მართავდა.

მცირე ხნის წინ, საფრენმა აპარატმა ჰაერში 26 საათი, 10 წუთი და 19 წამი დაჰყო და მზის ენერგიით მომუშავე თვითმფრინავებს შორის რეკორდი დაამყარა. საერთოდ კი, ცნობილია, რომ მზის ენერგიაზე მომუშავე უპილოტო საფრენ აპარატებს გაცილებით დიდხანს შეუძლიათ ფრენა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100