კორონავირუსით 36 წლის ორსული გარდაიცვალა - ოჯახი ბავშვს 3 წელი ელოდა
კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა - ოჯახი ბავშვს 3 წელი ელოდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის მკვიდრს, 36 წლის ეკა ლიქოკელს, თბილისის ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 13 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.
ექიმების ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანისას უკვე მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. გარდაცვლილი დაიბადა ორსული პაციენტის 7 თვის ნაყოფიც.
კომენტარი