სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორგანიზატორებს „მოზასავე მილიციელების“ ფოტოგამოფენის საფრანგეთში გატანა აუკრძალეს

კრასნოიარსკის სამუზეუმო ცენტრში, ბიენალეს ფარგლებში სკანდალური ფოტოგამოფენა „მოზასავე მილიციელები“ გაიხსნა. გამოფენა არტ-ჯგუფ „ლურჯი ცხვირების“ მიერაა ორგანიზებული.

სამუზეუმო ცენტრის მენეჯერმა განაცხადა, რომ ფოტოგამოფენა 2 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდა. მისი თქმით, ამ დღეებში, შესაძლოა, ღონისძიება გამეორდეს კიდეც, რადგან მან დიდი ინტერესი გამოიწვია მუზეუმის დამთვალიერებლებში.

ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ თავის დროზე ამ ფოტოების საზღვარგარეთ გატანა აკრძაკლეს: 2007 წლის ოქტომბერში როსკულტურის თავმჯდომარემ, მიხეილ შვიდკოიმ პირადად მიიღო ეს გადაწყვეტილება, განმარტა რა, რომ ეს ფოტოები „რუსეთის სირცხვილია“.

გამოფენის ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ ფოტოებში ჰომოსექსუალიზმის ნიშნებს ვერ ხედავენ. „ეს გამოსახულებები - შერიგების ნიშანია“, - თვლის ანა კისელოვა.

„ლურჯი ცხვირების“ მთავარი ჟანრი - იუმორისტული ჟანრის ცალკეული აქცია გახლავთ, რომელსაც ფოტო და ვიდეოკამერების წინ თავად მხატვრები ასრულებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100