ზურაბ ზვიადაური დაპირისპირებაში მონაწილეობდა – მესამე გარდაცვლილი მოპირისპირე მხარეს მყოფი ერთ-ერთი მამაკაცია
კახეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ სამი მამაკაცი ორმხრივ სროლას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს დაიჭრა 2 ადამიანი, ისინი ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დაიწყო ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, წინანდლის ტყის მიმდებარედ. ამ ვერსიის მიხედვით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.
გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ზვიად ზვიადაური და მისი თანმხლები პირია, ხოლო მესამე გარდაცვლილი მოპირისპირე მხარეს მყოფი ერთ-ერთი მამაკაცია, რომელიც კონფლიქტში მონაწილეობდა.
როგორც ირკვევა, დაცხრილული მანქანის საჭესთან, რომლითაც აწ გარდაცვლილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცი იჯდა.
გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი