Samsung მობილური გამოცდილების ახალ სტანდარტს აწესებს, პრემიუმ კლასის მძლავრი დასაკეცი სმარტფონებით
Samsung Electronics Co., Ltd. - მ ახალი ნაბიჯი გადადგა დასაკეცი
ინოვაციების სფეროში და ორი ახალი სმარტფონი: Galaxy Z Fold3 5G და Galaxy Z Flip3
5G წარადგინა. ორივე მოწყობილობა არის უმაღლესი ოსტატობით და ფლაგმანური ინოვაციებით
შექმნილი კეცვადი სმარტფონი, რომელსაც ასე ელოდა სამსუნგის ერთგული მომხმარებელი.
Galaxy Z სერიის მესამე თაობის მოწყობილობებში გაუმჯობესებულია ყველა ის მახასიათებელი,
რომელსაც ითხოვდნენ სამსუნგის დასაკეცი სმარტფონების მომხმარებლები - ისინი გახდნენ უფრო გამძლე და გაუმჯობესებული კეცვადი გამოცდილებით, შესანიშნავი დიზაინიდან ყოვლისმომცველ გართობამდე, Z Flip3 და Z Fold3 მომხმარებლებს
მუშაობის, ყურებისა და თამაშის ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.
Z Fold3 განკუთვნილია
მათთვის, ვისაც სჭირდება უახლესი მოწყობილობა პროდუქტიულობისა და ყოვლისმომცველი გართობისთვის, იგი
ჭეშმარიტად მრავალფუნქციური ფლაგმანია უახლესი თაობის ტექნიკური მაჩვენებლებით,
7,6’’-იანი უსაზღვრო დასაკეცი ეკრანით
„Infinity Flex Display“ და დასაკეც მოწყობილობაზე მსოფლიოში პირველი S
Pen მხარდაჭერით. Z Flip3 იდეალური მოწყობილობაა: სტილი, რომელსაც
თან ახლავს ფუნქციონალურობა. გამოირჩევა გლუვი და კომპაქტური დიზაინით, კამერის გაძლიერებული
მახასიათებლებითა და უფრო დიდი ზომის გარე ეკრანით.
“Galaxy Z Fold3 და Z Flip3-ით, Samsung-ს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აჰყავს დასაკეცი სმარტფონების შესაძლებლობები, რაც მომხმარებლებს უზრუნველყოფს დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში საჭირო მოქნილობითა და მრავალფეროვნებით,“ აღნიშნა მეცნიერებათა დოქტორმა თი-ემ რომ Samsung Electronics-ის პრეზიდენტმა და მობილური კომუნიკაციების ბიზნესის ხელმძღვანელმა. „როგორც დასაკეცი კატეგორიის სფეროს პიონერს და დარგობრივ ლიდერს, ჩვენ გვეამაყება, რომ ჩვენს ინოვაციებს შეემატა Z Fold3 და Z Flip3, რისი საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს გახსნილობასა და ინოვაციებზე დამყარებული ეკოსისტემით, იპოვოს ახალი გზები თითოეული მომენტის მაქსიმალურად შეგრძნებისთვის.”
შექმნილია გამძლეობისთვის, განსაკუთრებული ოსტატობით
Samsung-ის
მომხმარებლები ელიან
გამძლე და საიმედო დასაკეც მოწყობილობებს.
სწორედ ამიტომ,
Galaxy Z მოწყობილობების ეს
თაობა დამზადებულია
განსაკუთრებული ოსტატობით.
Z Fold3 და Z Flip3 წარმოადგენენ
პირველ დასაკეც სმარტფონებს, რომლებსაც გააჩნიათ
IPX8 წყალგამძლეობის სტანდარტი,
ასე რომ მომხმარებლები მშვიდად იქნებიან წვიმაშიც კი.
ორივე მოწყობილობის
დამზადებისას გამოყენებულია
უახლესი Armor Aluminum მასალა, რომელიც ყველაზე
მტკიცე ალუმინია მათ შორის, რაც
კი ოდესმე გამოუყენებიათ სმარტფონებისთვის.
ხოლო, ყველაზე მდგრადი Corning® Gorilla® Glass Victus™ იცავს
სმარტფონს დავარდნის შემთხვევაში დაკაწვრისა
და დაზიანებისგან.
Samsung კვლავაც არ ღალატობს დასაკეცი მოწყობილობების სფეროში ლიდერობის ტრადიციას და ზედმიწევნით ზუსტი პროცესების წყალობით ქმნის მოწყობილობებს, რომელთა გამოყენება წლების შემდეგაც შესაძლებელია. Z Fold3-სა და Z Flip3-ს ჩაუტარდათ Bureau Veritas-ის მიერ ვერიფიცირებული გამძლეობის ტესტი, რომლის დროსაც მოწყობილობამ 200,000-ჯერ გადაშლას (დაკეცვას) გაუძლო . Z Fold3 და Z Flip3 ასევე აღჭურვილია უახლესი, მძლავრი 5nm AP პროცესორით და 5G მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოცდილებას.
Galaxy Z Fold3 5G: მაქსიმალური პროდუქტიულობა და გართობა
გადაშალეთ
Z Fold3, რათა იგრძნოთ თავი თეატრის მაყურებლად
და სრულად ჩაერთოთ თქვენს საყვარელ
კონტენტში. ამას კი, გლუვი 7,6 ინჩიანი ეკანისა და ჩვენი ახალი ეკრანქვეშა
კამერის ტექნოლოგიის
საშუალებით შეძლებთ. კამერის ობიექტივის თავზე
არსებული მინიმალური
პიქსელების მეშვეობით
Z Fold3 გამოირჩევა გაზრდილი ხილვადობის ველით და
ამგვარად, მომხმარებლებს
შეუძლიათ მიიღონ მათი საყვარელი აპლიკაციების
უწყვეტი სურათი. ეკრანის ახალი ტექნოლოგიის
Eco² - ის წყალობით, ეკრანი 29%-ით
უფრო ნათელია და ამასთან, ნაკლებ
ენერგიას მოიხმარს. გამოსცადეთ კიდევ უფრო
გლუვი სქროლვა და მოწყობილობასთან უფრო სწრაფი ინტერაქცია,
Super Smooth 120Hz ადაპტირებადი განახლების მაჩვენებლით, ამჯერად როგორც ძირითად,
ასევე გარე ეკრანზეც.
პირველად, Galaxy Z სერიაში, Z Fold3-სათვის
Samsung-მა გამოიყენა ყველასათვის საყვარელი Note სერიების ტექნოლოგია : S Pen. მომხმარებლებს
შეუძლიათ ისარგებლონ სრულად ოპტიმიზირებული S Pen-ის ფუნქციებით სმარტფონის დასაკეც
ეკრანზე. S Pen ფუნქცია იდეალურია მათთვის,
ვინც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას ასრულებს. Z Fold3-ის მასიურ, ძირითად ეკრანზე
ახლა გაცილებით უფრო ადვილია ჩანიშვნების გაკეთება ვიდეოზარის დროს, ან საქმეების ჩამონათვალის
(To-Do List) შემოწმება ელექტრონული წერილის კითხვისას. Z Fold3-ის მომხმარებლებს შეუძლიათ
უფრო შემოქმედებითად და ეფექტურად იმუშაონ ჩვენი პოპულარული S Pen-ის დახმარებით.
Z Fold3-თან თავსებადია S Pen-ის ორი ვარიანტი:
S Pen Fold Edition ან S Pen Pro .
პროდუქტიულობის მაძიებლებს განსაკუთრებით მოეწონებათ
Z Fold3-ის გაუმჯობესებული Flex რეჟიმის მახასიათებლები, რაც ერთდროულად მეტის გაკეთების
საშუალებას იძლევა, როგორიცაა, მაგალითად, ვიდეო ზარში ჩართვა მოწყობილობის ზედა ეკრანზე
და ამასთან, შეხვედრის შენიშვნების ნახვა ეკრანის ქვედა ნაწილზე.
Z Fold3 აქვს უფრო გლუვი, თხელი და მსუბუქი
დიზაინი, ვიდრე Galaxy Z Fold2. და არის უფრო კომპაქტური. ის ხელმისაწვდომია შემდეგ
ფერებში: შავი, მწვანე ,და ვერცხლისფერი.
Galaxy Z Flip3 5G: სტილის, ფუნქციონალის და შეუზღუდავი გართობის იდეალური ბალანსი
Z Flip3 მომხმარებლებს თვითგამოხატვის საშუალებას
აძლევს ფერების შესანიშნავი არჩევანის, გლუვი დიზაინის და პრემიუმ კლასის ფუნქციების
საშუალებით. ოთხი ტრენდული ფერის არჩევანი - კრემისფერი, მწვანე, იისფერი და შავი - ასევე
სმარტფონის ახალი, თანამედროვე ქეისები
(ring grips and strap cases), კიდევ უფრო ამარტივებს ტელეფონის დაჭერას და დაკეცვას.
ახალი დიზაინის გარე ეკრანი ახლა ოთხჯერ უფრო
დიდია, რაც კიდევ უფრო აადვილებს შეტყობინებების
ნახვას და ამისთვის არ გჭირდებათ გახსნათ Z Flip3. მომხმარებლებს ახალი, გარე ეკრანის
ვიჯეტების მეშვეობით შეუძლიათ: მიჰყვნენ საკუთარ განრიგს, შეამოწმონ ამინდის პროგნოზი
და ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა, ასევე შეუხამონ გარე ეკრანის ფონი
მათი მოწყობილობის ფერს.
Z Flip3 შესანიშნავია განტვირთვისთვის და
YouTube ვლოგის, ან სატელევიზიო შოუს საყურებლად და ეს ყველაფერი ხელის შეხების გარეშე.
Z Flip3-ის ახალი, გაძლიერებული სტერეო დინამიკებით, Dolby Atmos® ტექნოლოგიით, ხმა
ყოვლისმომცველი, შეუდარებლად მკაფიო, ღრმა და სივრცულია, მიუხედავად იმისა რას უყურებთ
თუ უსმენთ. ახალი ფუნქციის, „Flex Mode Panel“-ის წყალობით, აპლიკაციები უკეთ გამოიყურება
და უფრო ადვილად გამოსაყენებელია.
Galaxy Z სერია მომხმარებლებს აძლევს წვდომას
უფრო მეტ აპლიკაციასთან, რაც დასაკეცი ეკრანის სრულად გამოყენების უპირატესობაა .
Samsung აფართოებს პარტნიორულ ურთიერთობებს ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორებიცაა
Google, Microsoft, და სხვა. ამგვარად, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მეტი აპლიკაციით,
რომლებიც მათ უნიკალურ საჭიროებებს მიესადაგება. ისიამოვნეთ სრულიად გაუმჯობესებული
ვიდეო ჩატით Microsoft Teams-ში: როდესაც მომხმარებელი გადაშლის ტელეფონს, მას შეუძლია
გახსნილი პრეზენტაცია სრულ ეკრანზე ნახოს, თანამშრომლების სახეები ქვედა ეკრანზე.
. მეტი პროდუქტიულობისათვის, Microsoft Outlook-ის ორ-სექციიანი რეჟიმი, Samsung -ის
გადასაშლელი სმარტფონის მომხმარებლებს საშუალებას
აძლევს წაიკითხონ ელექტრონული წერილები, ხოლო გვერდზე კი, წინასწარ დაათვალიერონ სხვები,
სწორედ ისე, როგორც კომპიუტერის ეკრანზე. Samsung-ის ახალი ფუნქცია „Labs“ მომხმარებლებს სთავაზობს, საჭიროებისამებრ მოახდინონ
დამატებითი აპლიკაციების ოპტიმიზაცია, ორ ნაწილიანი ეკრანისთვის.
Galaxy Buds2: კომფორტული ყურსასმენები ყველასთვის, პრემიუმ კლასის ხმით
Galaxy Z სერიასთან ერთად პრეზენტაციაზე წარადგინეს
Galaxy
Buds2 – შექმნილი მთელი დღის განმავლობაში კომფორტული გამოყენებისათვის.
პრემიუმ ხარისხის ხმა საშუალებას გაძლევთ სრულად შეიგრძნოთ მომენტი, სადაც არ უნდა
იყოთ. Buds2 შეუერთდა Galaxy Buds სერიას და Galaxy Buds Live და Galaxy Buds Pro-თან
ერთად მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეარჩიონ მოდელი მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
როგორც Galaxy ეკოსისტემის ნაწილი, Buds2 იდეალური თანამგზავრი იქნება თქვენი
Galaxy სმარტფონის, პლანშეტისა ან სმარტ საათისათვის.
Galaxy Buds2-ის გამოყენებისას, იქნება ეს მუსიკის
მოსმენა თუ კონფერენციაში მონაწილეობა, თქვენთვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო მახასიათებელი,
რათა ჩაიძიროთ საკუთარ სამყაროში. დინამიური, ორმხრივი დინამიკები უზრუნველყოფს სუფთა, მაღალ ბგერებს და ღრმა ბასს, ხოლო აქტიური
ხის ჩახშობის ფუნქცია ახშობს ფონური ხმაურის 98%-ს .
Galaxy Buds2 Samsung-ის ყველაზე პატარა და მსუბუქი ყურსასმენია,
რომელიც მისი სახელგანთქმული (iconic) ფორმით
უზრუნველყოფს ხმის საუკეთესო ხარისხს. უფრო სრულყოფილად მორგებისთვის Galaxy
Wearable app-ში შევიმუშავეთ „ყურსასმენის
მორგების ტესტი“. შეარჩიეთ ოთხი თანამედროვე ფერიდან გრაფიტი, თეთრი, ზეთისხილი და ლავანდა, და ხაზი
გაუსვით საკუთარ სტილს.
Galaxy Watch 4 & Galaxy Watch 4 Classic:
Galaxy Watch4 და
Galaxy Watch4 Classic პირველი სმარტ საათებია, რომლებსაც გააჩნიათ ახალი ოპერაციული
სისტემა Wear OS, რომელიც შექმნილია
Google–თან ერთად და აღჭურვილია One UI Watch– ის
ყველაზე ინტუიტიური ინტერფეისით. Galaxy Watch4 სერია აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიებით,
უზრუნველყოფს სრულყოფილ გამოცდილებას და აკმაყოფილებს მომხმარებლის ყველა საჭიროებას.
Galaxy Watch4 აღჭურვილია სამსუნგის
ინოვაციური BioActive სენსორით, რომელიც გამოირჩევა უფრო პატარა,
კომპაქტური დიზაინით, თუმცა ეს არ ახდენს გავლენას გაზომვის სიზუსტეზე. ახალი 3-1-ში
სენსორი იყენებს მხოლოდ 1 ჩიპს და ამუშავებს ჯანმრთელობის შესახებ სამ მნიშვნელოვან
მაჩვენებელს: ოპტიკური პულსი, ელექტრონული გული და ბიოლექტრული წინაღობის ანალიზი
- იმისათვის რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აკონტროლონ
არტერიული წნევა, AFib არარეგულარული გულის ცემა,
გაზომონ სისხლში ჟანგბადის დონე და პირველად , Galaxy Watch -ით გამოთვალონ სხეულის მასის შემადგენლობა. სხეულის მასის ახალი,
თანამედროვე საზომი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ უფრო დეტალური ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის
და ფიზიკური აქტივობის ისეთი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა სხეულის კუნთის მასა, ბაზალური მეტაბოლური მაჩვენებელი, სხეულში წყლისა
და ცხიმის პროცენტული შემადგენლობა.
ახლა უკვე ნებისმიერი ადგილიდან იქნება შესაძლებელი
გადაამოწმოთ თქვენი სხეულის მასის (ჯანმრთლობის) შესახებ ინფორმაცია, მაჯაზე ორი თითის
მიდებით. დაახლოებით 15 წამში, Galaxy Watch 4-ს სენსორი 2400 მონაცემს დაამუშავებს.
Samsung ისწრაფვის რაც შეიძლება მეტი მომხამრებლისათვის გახადოს ხელმისაწვდომი გადასაშლელი სმარტფონის გამოყენების უნიკალური გამოცდილება.
ამიტომაც ჩვენ გთავაზობთ Galaxy Z სერიის ორივე მოწყობილობას საუკეთესო ფასად.
Galaxy Z Fold3 და Z Flip3 შესაძენად 12 აგვისტოდან შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ
Samsung-ის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში., ხოლო 1 სექტემბრიდან გააკეთოთ
წინასწარი შეკვეთა. წინასწარი შეკვეთისას მომხმარებელი
საჩუქრად მიიღებს ეკრანის დაცვის 1 წლიან გარანტიას და Galaxy Buds2, ხოლო Z
Fold3-ს შეკვეთის შემთხვევაში ზემოთაღნიშნული საჩუქრების გარდა S Pen cover-ს.
Samsung შთააგონებს სამყაროს,
ქმნის მომავალს რევოლუციური იდეებითა და ტექნოლოგიებით. კომპანიას ახალ დონეზე
აჰყავს ტელევიზორების, მობილური მოწყობილობების,
პლანშეტების, ციფრული მოწყობილობების, ქსელური სისტემებისა და მეხსიერების, LSI სისტემის,
სამსხმელო წარმოების და LED გადაწყვეტები.
სიახლეების გასაგებად ეწვიეთ Samsung Newsroom-ს, საიტზე
http://news.samsung.com.
კომენტარი