სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოკოითის "საიდუმლო გეგმა"

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს, ოსური მედიის წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ "საპრეზიდენტო არჩევნები" შესაძლოა გადაიდოს.

"ეხო კავკაზის" კორესპოდენტი იუწყება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახლანდელ "ხელისუფლებას" აქვს საიდუმლო გეგმა, რომელიც არჩევნების უფრო გვიანი ვადისათვის გადატანას გულისხმობს. ამ გადატანის მიზანი კი ხელისუფლებაში კოკოითის დარჩენაა.

"სწორედ ამ სიბრტყეში უნდა იქნეს განხილული ახლახანს წამოყენებული წინადადება კოკოითის მესამე ვადით არჩევასთან დაკაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების შესაზებ. სამხრეთ ოსეთში ამ ინიციატივას ყველა სიხარულით როდი შეხვდა. განსაკუთრებით არ მოეწონათ ეს სამხედროებს, რომლებსაც დაავალეს ცხინვალში კადკარ სიარული და რეფერენდუმის ჩატარების მხარდასაჭერად მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება", - წერს ჟურნალისტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100