სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარსის სახე – ილუზია თუ სინამდვილე?

ვიკინგ 1-ის ორბიტალურმა ზონდმა გადაიღო უზარმაზარი სტრუქტურა რომელიც ადამიანის ან ჰუმანოიდის სახეს აშკარად გავს.

მას შემდეგ რაც კაცობრიობამ გაიგო რომ მარსი დაახლოებით ისეთივე პლანეტაა როგორც დედამიწა. მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. კაცობრიობამ მეტი მღელვარებით და შიშითაც კი მიაპყრო მზერა წითელ პლანეტას. ნეტავ ვინმე ხომ არ ცხოვრობს მანდ? მტრულად ხომ არ იქნებიან განწყობილი ჩვენს მიმართ?

მეცნიერები ამბობენ რომ მარსის ზედაპირის გარემო პირობები შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ სიცოცხლის არსებობას არამედ ისეთი რთული სიცოცხლის არსებობასაც როგორიც არის გონიერი არსება- ჰუმანოიდი.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გამოდის ჰერბერტ ჯორჯ უელსის ნოველა “სამყაროთა ომი” სადაც ჭკვიანი მარსიანელები, რომლებიც უკვე ათასობით წელია უთვალთვალებენ და სწავლობენ დედამიწელებს. მოულოდნელად ატყდებიან თავს და იპყრობენ პლნეტას. 1938 წელს ამერიკაში რადიოწამყვანმა ორსონ უელესმა პირდაპირ ეთერში ახალი ამბების სტილში დადგა “სამყაროთა ომები” (მოდელირებული ქრონიკა გააკეთა) რამაც უზარმაზარი პანიკა და არეულობა გამოიწვია. როგორც კარლ სეიგანი იტყოდა მარსი გახდა ერთგვარი მითიური არენა რომელსაც დავუკავშირეთ ჩვენი მიწიერი შიშები და იმედები.

მას შემდეგ იყო ბევრი მისია, კოსმოსური ზონდი, რომლებმაც გამოარკვიეს რომ მარსის არხები ილუზიაა. რომ პლანეტა მართალია დედამიწას ყველაზე მეტად გავს. მაგრამ ის მკვდარი პლანეტაა. შეიძლება “მკვდარი” ძალიან გადამჭრელი სტატუსია, რადგან მას მერე რაც ვნახეთ მიკრობული სიცოცხლის გამძლეობა, შეიძლება მარსის სიღრმეებიც ინახავდეს სიცოცხლის პრიმიტიულ ფორმებს. მაგრამ რთული სოცოცხლის ფორმებისთვის პლანეტა ძალიან მკაცრია. მარსიანელების მომხრეებმა ყურები ჩამოყარეს. 70-იანი წლებში ზონდმა მარინერ 9-მ აეროფოტების მეშვეობით შექმნა მარსის მთლიანი რუკა. 70-იანების ბოლოს კი მარსის ზედაპირზე დაჯდნენ ვიკინგები. არანაირი ნაგებობები დასახლებები ან რამე მსგავსი არ დაუფიქსირებიათ მათ. მორჩა მარსის მითოლოგია. ვიკინგებმა ნახეს შიშველი, ცივი მოწითალო ქვიშის, მტვრის და ქვების უდაბნო.

მაგრამ ადამიანის ფანტაზიას ასე იოლად ვერ დააოკებ. არც მთლად ისე ყოფილა საქმე – ამტკიცებენ ზოგიერთები – ვიკინგებს მხოლოდ შიშველი მიწა არ უხილავთ. ვიკინგ 1-ის ორბიტალურმა ზონდმა გადაიღო უზარმაზარი სტრუქტურა რომელიც ადამიანის ან ჰუმანოიდის სახეს აშკარად გავს. ეს მარსზე არსებული უძველესი ცივილიზაციის აშკარა მონუმენტია.

თუმცა ამ ინფორმაციებს უარყოფენ მეცნიერები და ყველა კოსმოსური სააგენტო (NASA; ESA).

რიჩარდ ჰოაგლენდმა დაწერა წიგნი “მარსის მონუმენტები”, სადაც ამტკიცებს რომ მარსის ზედაპირი სავსეა მონუმენტებით რომლებიც უძველესმა ცივილიზაციამ შექმნა. ლამის ყოველი ქვა რომელიც მისი აზრით უჩვეულოდ გამოიყურება ვიღაცის გამოთლილია. ყოველ ბორცვს და მთას უყურებს თავისი გამჭოლი მზერით და რაღაცას ხედავს მასში. უფრო შორსაც კი იჭრება, მისი აზრით ძველი მარსის ცივილიზაცია მიეკუთვნება მეორე კატეგორიის ცივილიზაციას, ანუ პლანეტურს და საერთოდაც მარსი მთლიანად ხელოვნური პლანეტაა. მოკლედ ჰოაგლენდი სადაც კი ხაზს ხედავს ყველგან უცხოპლანეტელების ნახელავი ელანდება.

უფრო დეტალური სურათებიდან აღმოჩნდა რომ სახე არც თუ ისე ძალიან გავს სახეს. არამედ უფრო ჩრდილების თამაშის შედეგად იქმენება სახის ილუზიაა. მაგრამ ჰოაგლენდს ფარ ხმალი არ დაუყრია, მან ნასა დაადანაშაულა იმაში რომ თითქოს სურათი განგებ შეაწება ცუდად რათა სახის გამოსახულება დამახინჯებულიყო.

მეცნიერი ფილ პლეიტი ჰოაგლენდის ამ თეორიას ასე პასუხობს:

პრეისტორიული ასტრონავტების და მარსის ცივილიზაციების თეორიების მომხრეებს მართებთ შეისვენონ და რამე უფრო ხელჩასაჭიდ ფაქტებს დაელოდონ, ან დაინტერესდნენ იმით რისი გამოკვლევაც ფაქტიურად მიდის დღეს და არა ფანტაზიებში. იმედია Curiosity 2013-ში, რომელიც 2011 წლის ბოლოს NASA-მ მარსზე გააგზავნა (მინი კუპერის ზომის (პატარა ავტომობილი) რობოტს აქვს 10 სამეცნიერო ინსტრუმენტი. 17 კამერა. რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი, რომელიც საშუალებას იძლევა მარსმავალმა წლობით იმუშაოს და ორი ბორტი კომპიუტერი. მარსმავალი 2012 წლის 5 აგვისტოს დაეშვა მარსის ზედაპირზე) ძალიან საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებს, მაგრამ არამგონია ეს იყოს რაიმე ძველი ცივილიზაციის ნაგებობა ან მარსიანელების ქალაქი. ეს იქნება აღმოჩენები მარსის ქიმიური კომპოზიციის შესახებ, სენსაციების მოყვარულებს დიდად სავარაუდოდ იმედგაცრუება ელით. სამაგიეროდ მეცნიერებმა იციან ნამდვილი მეცნიერების ფასი და იმ აღმოჩენების ფასი რომელსაც Curiosity აუცილებლად გააკეთებს. გააკეთებს იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100