თბილისი-კიევის რეისის შეფერხების მიზეზი ყვავი გახდა
მგზავრთა რეგისტრაცია რამდენიმესაათიანი დაგვიანებით დაიწყო და რეისის დაგვიანებით დასრულდა თბილისი-კიევის მიმართულებით გაფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.. ფრენის შეფერხების მიზეზი, როგორც უკრაინული ავიაკომპანიის "აეროსვიტის" წარმომადგენლები განმარტავენ, ყვავი გახდა.
მათი თქმით, ყვავს თვითმფრინავი დასაფრენ ბილიკზე დაჯდომისას შეეჯახა, რასაც შესაძლოა ლაინერის დაზიანება გამოეწვია.
როგორც ავიაკომპანიაში განაცხადეს, რეისი თვითმფრინავის შემოწმების შემდეგ შესრულდა და არც ერთ მგზავრს პრობლემა არ შექმნია.
კომენტარი