სააკაშვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გასაყვანია, ის აქ მოკვდება - შალვა ხაჭაპურიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან, ისინი სხვა საერთაშორისო დონის ექსპერტების დასკვნებს დაადასტურებენ, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სასწრაფოდ არის გადასაყვანი.
უფლებადამცველის თქმით, საქართველოს ხალისუფლებაზე საერთაშორისო წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან პაციენტი საქართველოში თუ დარჩა, მოკვდება.
პირველ რიგში ჩამოვიდნენ - ხელისუფლების მიმართ ნდობა და მათი ავტორიტეტი იმდენად შელახულია, რომ სიმართლე გითხრათ, სანამ პოლონელ ექიმებს საქართველოში ჩამოსულს და ბატონ სააკასვილთან შესულს არ დავინახავ, მანამდე მსგავს ინფორმაციას ვერ დავადასტურებ.
თუ ისინი ჩამოვლენ, დარწმუნებული ვარ, პოლონელი ექიმების დასკვნები დაადასტურებენ უცხოელი საერთაშორისო დონის ექსპერტების დასკვნებს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება მალე იქნას საზღვარგარეთ გადაყვანილი.
ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი კიხდევ უფრო გაძლიერდება. სააკაშვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გასაყვანია. ის აქ გარდაიცვლება"- უთხრა პირველებს შალვა ხაჭაპურიძემ.
ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო - ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
კომენტარი