სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაატა იმნაძე „ცხელების ცენტრებზე“: კარგით ახლა, კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით

პაატა იმნაძე კოლეგებს მეტი პროფესიონალიზმისკენ მოუწოდებს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ე.წ. ცხელების ცენტრებმა ექიმების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია, რაც მიუღებელია.

„ე.წ. ცხელების ცენტრებზე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი. ჩემი კოლეგების ნაწილიც ძალიან შეშფოთდა ამ „ცხელების ცენტრებზე“ და კარგით ახლა, კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით. ეს ყველას არ ეხება, ძალიან ცოტა იყო ასეთი მე როგორც ვიცი, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები და იმიტომ მუშაობთ იქ, რომ ცხელებიან ავადმყოფს როდესაც მიიღებთ მერე, ცოტა ტრიაჟი უნდა ჩაატაროთ, რომ გამოიკვლიოთ ეს ცხელება რითია გამოწვეული, იქნებ უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა, იქნებ ინფარქტი აქვს ადამიანს და სიცხემ მოუმატა, ეს ხომ არ არის აუცილებლად კორონავირუსით გამოწვეული სიცხე. სანამ დავასახელებდე იმ ექიმეს ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს პროფესიას მოეკიდოთ პროფესიონალურად“, - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100