სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც გაიხსნა

„დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორანი საქართველოში ქსელის განვითარებას განაგრძობს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში მორიგ რესტორანს ხსნის. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორ “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და დღესდღეობით უკვე 18 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში. 2018 წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში „დანკინ დონატსის“ კიდევ 3 რესტორანს გახსნის. შესაბამისად, ამიერიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს უკვე რვა სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტი მოემსახურება. „დანკინ დონატსის“ ახალ რესტორანში 30 ადამიანი დასაქმდა.

„დანკინ დონატსისთვის“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში რესტორნის გახსნა განვითარების ახალი ეტაპია. ჩვენს ქვეყანაში სახეზეა ტურისტული ნაკადების ზრდის სწრაფი ტემპები, საერთაშორისო რეისების მატება და ზოგადად ძალიან დადებითი ტენდენციები ამ კუთხით. ამ ყველაფერს ადგილობრივი ბიზნესი პასუხობს თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნით და ჩვენი ახალი რესტორანიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 2017 წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს კომპანიაში, გაყიდვების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა თითქმის 28%, რაც სტიმულს გვაძლევს კიდევ გავაფართოვოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში. ჩვენი კომპანიის სახელით მადლობას ვუხდი იმ უამრავ ადგილობრივ მომხმარებელსა თუ უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს. საერთაშორისო აეროპორტში ახლადგახსნილ „დანკინ დონატსის“ რესტორანში ტრადიციულად შეთავაზებაში გვექნება საქართველოს ბაზარზე ხარისხით სრულიად გამორჩეული ცხელი და ცივი ყავა და ყავის პროდუქტები, 20-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქტი როგორც ქართული ასევე უცხოური სამზარეულოდან, თბილისში დონატების ჩვენს კუთვნილ ქარხანაში დამზადებული ყოველდღიურად ახალი დონატების ნაირსახეობა და ფრანგული წარმოების ფუნთუშეული“, - აცხადებს „დანკინ დონატსის“ გენერალური დირექტორი კოსნტანტინ კარსილიდისი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია ტავ ჯორჯია „ვისოლ ჯგუფში“ შემავალ კომპანიებთან, სხვადასხვა სფეროში უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს.

„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 70 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მსოფლიოს 40 ქვეყანაში. 2015 წლიდან „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

ტავ ჯორჯია

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.


www.tbilisiairport.com

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

რუსუდან კბილაშვილი

„ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი

ტელ: (995 322) 915 315/250 / ფაქსი: (995 322) 915 615 / მობ: (995 599) 320412Email: [email protected] : www.wissol.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100