19 წლის ბიჭები, რომლებიც ქუთაისში მომხდარ საშინელ ავარიას ემსხვერპლნენ (ფოტო)
19 წლის ბიჭები, რომლებიც ქუთაისში მომხდარ საშინელ ავარიას ემსხვერპლნენ (ფოტო).
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან 1997 წელს დაბადებული ბაქარ ზივზივაძე და 1999 წელს დაბადებული გიორგი ხარატიშვილი და ნიკუშა ჭანტურია, რომელიც ავტომობილს მართავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სამი მამაკაცი მანქანაში დაიწვა.
დრონი.ჯი-ს ინფორმაციით, ბიჭები მერსედესის მარკის ავტომობილით იმყოფებოდნენ. ისინი კლასელები იყვნენ და სკოლა "პროგრესში" სწავლობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.
კომენტარი