თოვლჭყაპი, წვიმა და ყინვა - სინოპტიკოსები ხვალიდან ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას პროგნოზირებენ
საქართველოში ამინდი შეიცვლება,
ხვალიდან დასავლეთ
საქართველოში უმეტეს
რაიონში მოსალოდნელია
წვიმა, მთაში
- თოვლი, ზოგან
ძლიერი.
იწვიმებს
აღმოსავლეთ
საქართველოშიც.
18 თებერვალს, ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მათ შორის
თბილისშიც,
მთაში - თოვლი.
ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისითაც და ღამითაც ერთნაირი ტემპერატურა,
+1;+6 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ
საქართველოში
დღისით
+5;+10 გრადუსი
იქნება, თბილისში _
0;+4. ამასთან,
18 თებერვალს
აღმოსავლეთ
საქართველოს
ბარში ღამით ყინვა დაფიქსირდება
-4;+1 გრადუსი,
დღისით
+1;+6 გრადუსი
იქნება. თბილისში დღისით მოსალოდნელია
0;+4 გრადუსი.
19 თებერვლიდან
21 თებერვლის
ჩათვლით ამინდი შედარებით გაუმჯობესდება და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა
+12, ხოლო
აღმოსავლეთ
საქართველოში
+9 გრადუსამდე
აიწევს.
სინოპტიკოსთა
პროგნოზით,
22 თებერვლიდან
საქართველოში
ჰაერის ტემპერატურა უფრო მოიმატებს და დათბება.
კომენტარი