სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაუჯერებელი და სასაცილო ფაქტი - კაცი ცოლის საყვედურებს ციხეში დაემალა

გერმანული პოლიცია შოკში ჩავარდა, როდესაც განყოფილებაში 47 წლის მამაკაცმა დარეკა და სამართალდამცავებს შეახსენა, რომ დასაპატიმრებელი იყო.

„მან თქვა, რომ ვეღარ იტანს ცოლის გაუთავებელ საყვედურებსა და ჩხუბს და გარკვეული დროით დასვენება უნდა“-განაცხადა პოლიციის წარმმადგენელმა.

ცოლისგან თავმობეზრებული გერმანელის დაკავების შესახებ ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული ვერსია არსებობს.

მედიის ერთი ნაწილი წერს, რომ 47 წლის მამაკაცმა სპეციალურად არ გადაიხადა ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის დაკისრებული ჯარიმა, რადგან ამ შემთხვევაში მას 10 დღე პატიმრობა და ცოლისგან დასვენება ელოდა.

მეორე ვერსიის თანახმად კი ჯარიმის გადახდა მამაკაცს უბრალოდ დაავიწყდა და ცოლთან მორიგი ჩხუბის შემდეგ მეუღლისგან დასვენების იმდენად ძლიერი სურვილი გაუჩნდა, პოლიციაში დარეკა და ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ და დამაპატიმრეთო ითხოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100