სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არ მესმის რატომ ცდილობთ რო ხალხი გააგრესიულოთ ფეხბურთელების მიმართ“

ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე ეხმაურება მის შესახებ მომზადებულ სტატიას, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველო-ავსტრიის მატჩის წინა დღეს იტალიურმა "ემპოლიმ" მარიო პროიეტისა და მაურო ლასტრუჩის მემორიალში მიიღო მონაწილეობა და ორივე მინი-მატჩში დუბლი შეასრულა ლევან მჭედლიძემ (ჯამში 4 გოლი გაიტანა), რომელმაც ეროვნული ნაკრების შეკრება ტრავმის გამო გამოტოვა.

სტატიის ავტორის მინიშნებამ იმის შესახებ, რომ მჭედლიძე ეროვნული ნაკრების თამაშს ცრუ ტრამვის გამო დააკლდა თავად ფეხბურთელი ძალიან გააღიზიანა. საკუთარი ემოცია მან პირად ფეისბუქ გვერდზე გამოხატა და არსებული რეალობაც განმარტა.

„გენიოსო ჟურნალისტო რეიტინგისთვის ყველაფერს რო აკეთებ! დილამშვიდობის...

თუ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება გინდა კარგად გაარკვიე ან ვისთან ვითამაშე ან რამდენი დღეა რაც გუნდთან ერთად არ მივაჯიშია და როდის დავიწყე... არ მესმის რატომ ცდილობთ რო ხალხი გააგრესიულოთ ფეხბურთელების მიმართ...

ნამდვილი ინფორმაცია ეს არის:

7 აგვისტოდან არ მივარჯიშია არც ყოფილა რთული ტრამვა უბრალოდ მომიწია თითქმის ერთი თვე მცირე ტრანვის აგდგენა და ფიზიკურად მომზადება! ხუთშაბათს ვივარჯიშე პირველი ვარჯიში გუნდთან ერთად ისეც მთლიანი დატვირთვით არა და შაბათს დაბალი ლიგის გუნდთან ვითამაშე თამაში ნელ ნელა ფორმაში შესასვლელად... რო ჩამოვსულიყავი ხუთი წუთისთვისაც არ ვიყავი მზად სათამაშოდ... ამდენი შენთვის არ მიწერია უბრალოდ მინდა ხალხმა იცოდეს რო მე საქართველოსთვის უარს არასოდეს ვიტყვი!!!!!!!“ - წერს მჭედლიძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100