სარკაზმის დეტექტორი, სიბერის სიმულატორი და რობოტი მასწავლებელი
თანამედროვე მსოფლიოში გასაკვირი თითქმის აღარაფერია, მაგრამ მეცნიერები ჩვენს გაოცებას მაინც ახერხებენ. გთავაზობთ თანამედროვე ტექნიკის რამდენიმე ახალ მიღწევას.
სარკაზმის დეტექტორი. მწარმოებელი – იერუსალიმის უნივერსიტეტი (2011 წელი) ეს გამოგონება მართლაც რომ გენიალურია. ალგორითმი SASI-ს ( Semi-Supervised Algorithm for Sarcasm Identification ) მოწყობილობა ადვილად ამოიცნობს სარკაზმს. 66 000 კომენტარში, რომელიც ინტერნეტმაღაზია Amazon-ში სხვადასხვა პროდუქტის შესახებ დაიწერა, დეტექტორმა დააფიქსირა 77% სარკასტული გამონათქვამი.
სიბერის სიმულატორი - მასსაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლაბორატორიებში სიბერის ორიგინალური სიმულატორი შექმნეს. ის ახალგაზრდას სიბერისას სხეულის დაუმორჩილებლობის გრძნობას განაცდევინებს. ამ მოწყობილობის კომპლექტში შედის: სამაჯურები ხელის და ფეხის სახსრების მოძრაობის გასაძნელებლად, მხრების მოძრაობის შემაფერხებლები და სიარულის შემაფერხებლები. სპეციალური შლემი კი კისრის მოძრაობას აძნელებს და მის მცირე დროში დაღლას იწვევს. კომპლექტშია სპეციალური სათვალე, რომელიც ფერების გარჩევის უნარს აქვეითებს. ეს გამოგონება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: ახალგაზრდებს განაცდევინოს ის მტანჯველი გრძნობა, რასაც მოხუცი ხალხი განიცდის და მათი სიბრალული ჩაუნერგოს.
რობოტი მასავლებელი - სამხრეთ კორეის სკოლებში 29 ცალი რობოტი-მასწავლებელი გაამწესეს. ისინი დაბალი კლასების მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლიან. მას გააჩნია დისპლეი, რომელიც სასწავლო მასალას წარმოადგენს, კითხულობს წიგნებს და ესაუბრება მოსწავლეებს. რობოტის სიმაღლე 1 მეტრია და მინიატურული ბორბლების საშუალებით გადაადგილდება. დისპლეიზე გამოსახულია ევროპული ტიპის მასწავლებლის სახე. დამატებითი კამერების საშუალებით სახის მიმიკა იცვლება მოსწავლის პასუხის ან რეაგირების შესაბამისად.
კომენტარი