რუსეთის საგარეო უწყება: სამწუხაროა, რომ სააკაშვილს აზერბაიჯანის პარლამენტის ტრიბუნა დაეთმო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის "სისულელეებს" რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი აზერბაიჯანის პარლამენტის ტრიბუნა დაეთმო.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების აღქმა სერიოზულად, რომლებშიც იგი აცხადებს, რომ დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით, არ შეიძლება", - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდვისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მარია ზახაროვამ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"საქართველოს ხელიუფლების მიერ რუსეთის ხელისუფლებისთვის გაცემულმა პასუხმა ცხადყო, რომ თბილისიდან მომავალი განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ რუსთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ, მხოლოდ პროპაგანდისული ფანდია და მიმართული იმისკენ, რომ კონსტრუქციულობისა და მშვიდობისმოყვარეობის ყალბი ხედვა შექმნას. ამიტომაც მათი სერიოზულად აღქმა არ შეიძლება", - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეებისადმი დამოკიდებულება ძალიან კარგად გამოჩნდა იმ სიტყვაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას წარმოთქვა.
"მანიაკალური შუღლი, რომელიც ერწყმის საქართველოს პრეზიდენტისთვის დამახასიათებელ განდიდების მანიას, გამოვლინდა მოწოდებაში, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ხალხისადმი იყო მიძღვნილი და კიდევ ვიღაც "რუსი პატრიოტებისადმი" - "რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთისთვის ხელის ჩაჭიდებაში". ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სისულეებს ჩვენთვის მეგობრული სახელმწიფოს ტრიბუნა დაეთმო", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
მისი თქმით, აზერბაიჯანში სიტყვით გამოსვლისას იგი რუსეთის "კეთილისმსურველის" როლში გამოჩნდა, იგი რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ღვინოსა და "ბორჯომს" და რაც მთავარია - "თავისუფალი და არაკორუმპირებული ქვეყნის ჰაერს" ჰპირდებოდა.
"მსგავს პათოსურ თვითქებას ყველა უკვე დიდი ხანია მიეჩვია. თან იგი უფრო შეუკავებელი ხდება მით უფრო, რაც უფრო კრიტიკულ ხასიათს იღებენ საერთაშორისო უფლებების დამცველების მიერ გაკეთებული ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ", - აცხადებს მარია ზახაროვა.
მისი თქმით, რუსეთის ის მოქალაქე, რომელმაც აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი მოინახულა, საქართველოში დამნაშავედ მიიჩნევა.
"შედეგად, რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას რეალურად რისკავს სისხლის სამართლის დამნაშავე გახდეს. ჩვენ მიერ დაყენებული ეს საკითხი თბილისმა თითქოს ვერ გაიგო. გასაგებიც არის რატომ - პასუხი იმწამსვე ნათელს მოჰფენდა სააკაშვილის ე.წ. სტუმართმოყვარეობას და მის უცბად აფეთქებულ სიყვარულს რუსეთის მოქალაქეებისადმი", - განაცხადა ზახაროვამ და აღნიშნა, რომ მოსკოვი ოფიციალური თბილისის "პროპაგანდისტული მანევრების" მიუხედავად, ღია რჩება ნებისმიერი ნაბიჯებისადმი, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.
კომენტარი