სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„Z x სტარტაპერი“ - თიბისი სტარტაპერების ახალი თაობის მხარდასაჭერად

Z x სტარტაპერი“ - ასე ჰქვია ინიციატივების ერთობლიობას, რომელსაც თიბისი სპეციალურად ახალი თაობის ანტრეპრენერებისთვის, პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში ახორციელებს. „Z x სტარტაპერი“ Z თაობის სტარტაპერებისთვის ბიზნესის წამოწყების და განვითარების გამარტივებას და მათი საჭირო ცოდნითა და გამოცდილებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

„ახალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება თიბისის სტრატეგიის მნიშვენლოვანი ნაწილია. გვინდა, ქვეყანაში უმცროსი თაობის ანტრეპრენერებს ბიზნესის წამოწყების და განვითარების შესაძლებლობა გავუმარტივოთ და შევქმნათ ახალი თაობის სტარტაპერების ეკოსისტემა. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებში ანტრეპრენერული სულისკვეთება წავახალისოთ და მათ სტიმული მივცეთ, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, მასშტაბურად იაზროვნონ, შეცდომებზე ისწავლონ. საბოლოოდ, კი წარმატებული ბიზნესები აშენონ და შექმნან ხარისხიან პროდუქტი თუ მომსახურება“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ინიციატივები, რომლებსაც თიბისი სტარტაპერების ახალი თაობის მხარდასაჭრად ახორციელებს:

· ტარტაპ განათლება - სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ონლაინ კურსები, რომლებიც დამწყებ სტარტაპებს მნიშვნელოვან და სასარგებლო ცოდნას და რჩევებს უზიარებს;

· გარე ბაზრობები - მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის გარე ბაზრობებზე სტარტაპერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაყიდონ თავიანთი პროდუქცია და გაიცნონ მომხმარებლები. გარე ბაზრობები ხელს უწყობს ერთი მხრივ, სტარტაპის განვითარებას, მეორე მხრივ კი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო ახალი ქართული სტარტაპი;

· ტარტაპ მარათონი” - ალტე უნივერსიტეტის და თიბისის ერთობლივი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის (მე-10-მე-12 კლასელებისთვის), სადაც ახალგაზრდები საკუთარ სტარტაპ იდეებს მენტორებთან და ტრენერებთან ერთად დაამუშავებენ და იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. Z x Startuperi გამარჯვებულ გუნდს 5000 ლარიან პრიზს გადასცემს;

· აპლიკაციების კონკურსი - პროექტი ტექნოლოგიური სტარტაპების აღმოჩენას და განვითარებას ემსახურება, როგორც ფინანასური, ისე ტექნოლოგიური და ცოდნის გაზიარების მიმართულებით.

· ახალგაზდრა სტარტაპერების და მათი ბიზნესების მარკეტინგული მხარდაჭერა და სხვადასხვა ფორმატის კონტენტის გაზიარება, მათ შორის: ვიდეო, ბლოგი, ფოტო რეპორტაჟი და სხვა.

„სტარტაპერი“ თიბისის პროგრამაა, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების სტიმულირებ. პროგრამა მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას.

სტარტაპერის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://startuperi.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100