სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკვე ცნობილია პატარა უფლისწულის სახელი - გაინტერესებთ, რა დაარქვეს ბრიტანეთის სამეფოს მეშვიდე მემკვიდრეს?

6 მაისს ბრიტნეთის სამეფოს კიდევ ერთი მემკვიდრე მოევლინა - პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ვაჟი შეეძინათ.

გუშინ გავრცელდა ახალშობილის პირველი ფოტოები, დღეს კი მისი სახელი გახდა ცნობილი - არჩი ჰარისონ მაუნტბეტებ-უინძორი.

ეს სახელი ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან საზოგადოება ფიქრობდა, რომ პატარას ალბერტს ან არტურს დაარქმევდნენ, როგორც ეს მის დიდ წინაპრებს ერქვათ. რაც შეეხება სახელს "არჩი", ის "არჩიბალდის" შემოკლებული ვარიანტია და მამაცს ნიშნავს, ხოლო ჰარისონი სიტყვა-სიტყვით ჟღერს, როგორც Harry's son - მამის საპატივსაცემოდ.

დედოფალმა ელიზაბეთ II-ემ უკვე მოინახულა თავისი შვილთაშვილი. ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100