ძლიერი ნისლის გამო კოხტას მთაზე ვერტმფრენები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვას ვერ ახერხებდნენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში სამაშველო ვერტმფრენებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ განაახლეს.
დილის საათებში ნისლისა და დაკვამლიანებით გამოწვეული შეზღუდული ხილვადობის გამო ვერტმფრენები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვას ვერ ახერხებდნენ.
ამ წუთებში ოთხივე ვერტმფრენი მზადყოფნაშია მონაწილეობა მიიღოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები წყლის ავზების ასავსებად უკვე ლოპოტას ტბის ტერიტორიისკენ გაემართნენ. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ქვეითად მომუშავე სამაშველო ბრიგადები, თელავში გახსნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც კახეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. ადგილზე ასევე ელოდებიან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს.
ართანაში, კოხტას მთაზე ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან.
კომენტარი