მონადირეს დენთი ყავადანში კუსტარულად დამზადების დროს აუფეთქდა
31 წლის გელა ლეკაშვილს დენთი მაშინ აუფეთქდა, როცა სანადიროდ წასვლის წინ, დენთისგან თოფისწამლის მიღებას ყავადანში მისი კუსტარულად დამზადებით ცდილობდა. შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა. ოჯახის წევრების თქმით, გელა ლეკაშვილი ყავის საფქვავში დენთს „დრელით“ ამუშავებდა, როცა აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად ლეკაშვილმა მარჯვენა თვალისა და ხელის მტევნის დაზიანებები მიიღო. თავდაპირველად იგი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, თბილისში მისი სასწრაფოდ ტრანსპორტირება გახდა აუცილებელი. მედიკოსთა განცხადებით, თვალის არეში გამჭოლი ჭრილობა და შიგ მოხვედრილი უცხო სხეულები სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
კომენტარი