სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალა პუგაჩოვას ქმარი ცოლზე ალაპარაკდა, საზოგადოებას მისი დაჯერება უჭირს

რუსეთის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას ქმარმა, მაქსიმ გაკლინმა კსენია სოკოლოვასთვის მიცემულ ინტერვიუში ცოლის შესახებ ისეთი გრძნობით ილაპარაკა, რომ მთელი რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი გულაჩუყებულია.

ინტერნეტმომხმარებლები ღიად წერენ, რომ მსგავს დამოკიდებულებასა და ასეთი საოცარი სიტყვების მოსმენაზე ყველა ცოლი ოცნებობს. არიან ისეთებიც ვისაც მაქსიმის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, თუმცა droni.ge პუგაჩოვას ქმრის სიტყვების თარგმანს მაინც გთავაზობთ.

მაკსიმ გალკინი: მე ალაში საერთოდ არაფერი არ მაღიზიანებს. ცნობილი ფაქტია, რომ წლების გასვლასთან ერთად ადამიანები ერთმანეთისგან იღლებიან, ჩემს შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა. უბრალოდ ის ჩემი ადამიანია. მასთან ერთად მე გავაცნობიერე ტრივიალური ჭეშმარიტება, ადამიანები გაყოფილნი არიან ორად და მე ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე. დიახ არ დავემთხვიეთ დროსა და ასაკში, მაგრამ ნახევარი მაინც ნახევარია. მე მომწონს ყველაფერი: როგორ იყურება ის, ზის, მრერის, დუმს, როგორ ფიქრობს, როგორ ლაპარაკობს და კიდევ რაღაც, რის შესახებაც საუბარი მიღებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ 37 წლის გალკინი ალა პუგაჩოვაზე 38 წლით უმცროსია, მათ ორი შვილი ჰყავთ, ტყუპები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებისა და დონორი დედის მეშვეობით მოევლინნენ ქვეყანას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100