სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჩუქარი ვეგეტარიენელებს - მეცნიერებმა ბოსტნეულისგან ხორცი შექმნეს

მეცნიერთა ჯგუფმა უნიკალური პროტუქტი შექმნა - ვეგეტარიანული ხორცი, რომელსაც ჩვეულებრივი ხორცის გემო აქვს და მისი შემადგენლობის 100% ბოსტნულია.

აღნიშნული პროდუქტი ვენის ბუნებრივი რესურსების უნივერსიტეტის მკვლევარებმა ვაგენინგენის უნივერსიტეტის მეცნიერებთან და პროდუქტების მწარმოებელ 11 კომპანიასთან ერთად შექმნეს. მათი განმარტებით ვეგეტარიანული ხორცი არანაირ ეკოლოგიურ საფრთხეს არ გამოიწვევს.

გავრცელებული ინფორმაციით ვეგეტარიანული ხორცი საკვები პროდუქტების ბაზარზე მალე გამოვა, მისი ფასი ჩვეულებრივ ხორცთან შედარებით დაბალი იქნება, მისი შენხვის ვადა კი ხანმოკლე. მეცნიერები განმარტავენ, რომ აღნიშნული პროდუქტი გათვლილი იქნება არა მხოლოდ ვეგეტარიანელებზე არამედ ხორცის მოყვარულებზეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100