სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არც ოცნების და არც მათი პოლიტიკის მომხრე ვარ!" - მორაგბე, რომლის ხმაც "ოცნების" პროპაგანდისტულ კლიპში ისმის საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ ვარ - ამის შესახებ მორაგბე სოსო მათიაშვილი წერს, რომლის ხმაც, მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპში ისმის.

"არ ვარ ამ პოლიტიკური პარტრტიის და არც მათი პოლიტიკის მომხრე" - დაწერა მორაგბემ.

საქმე ეხება ქართული ოცნების ახალ ვიდეოს, რომელიც რუსული პროპაგანდისტული საარჩევნო კლიპის ანალოგია.
ამ პოლიტიკურ “რეკლამის” დასაწყისში, მოგეხსენებათ ჩემი ხმა ადევს, რაზეც რამდენიმე სიტყვის თქმა მინდა.

ამ ხმის გამოყენების უფლება ჰქონდათ, იმის მიუხედავად რომ მე ეს არ მინდოდა, რადგან არც ამ ამ პოლიტიკური პარტიის მომხრე ვარ, არც მათი პოლიტიკის და არც მათი ამომრჩეველი ვარ.

რაც მთავარია ეს ემოციები და ბედნიერების ხმა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ეს ხმა არის ჩემი ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები, რომელიც რაგბის ნაკრებმა მაჩუქა მე, აჩუქა ქართველ ხალხს და რაც მთავარია საქართველოს" - წერს სოსო მათიაშვილი.

ქართული ოცნების ახალი საარჩევნო კლიპი რუსული საარჩევნო კლიპის ანალოგია. Facebook-ზე ქართული ოცნების ლიდერების მიერ გავრცელებული ვიდეოკლიპი ზუსტად იმეორებს კრემლის პროპაგანდისტული ვიდეოს სცენარს, რომელიც 2018 წლის რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების წინ გადაიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100