"წერილი, შესაძლოა მკვლელმა დააწერინა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ წერილი, რომელიც გარდაცვლილი გოგოს მანქანაში იპოვეს, სწორედ მის მიერაა შესრულებული, განაცხადა, რომ შესაძლოა ის გარდაცვლილს ძალით დააწერინეს.
მან ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან, გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ შეიტყო.
"არ ვიცი, ეს ახალი ამბავია? შეიძლება დააწერინეს, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მას თუ თვითმკვლელობა ჰქონდა განსაზღვრული, ამას სახლში დატოვებდა და იქ არ წაიღებდა. სავარაუდოდ, შესაძლოა მკვლელმა დააწერინა" - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.
კომენტარი