სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟერარ დეპარდიემ თვითმფრინავის სკანდალი თვითონვე გააშარჟა (ვიდეო)

სკანდალი, რომელიც ცნობილ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს პარიზი–დუბლინის რეისის Air France–ს კუთვნილ თვითმფრინავში გადახდა თავს, მან თვითონვე აქცია გასართობ თემად. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავში ასული მსახიობი ტუალეტში გაშვებას ითხოვდა, ბორტგამცილებლებმა კი წესები დაიცვეს და მას ამის საშუალებას არ აძლევდნენ, სანამ თვითმფრინავი კურსის მიხედვით არ გასწორდებოდა. მაშინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მსახიობმა პირდაპირ თვითმფრინავის სალონში, მასთან მიტანილი წვენის მინის ჭურჭელში მოშარდა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ „ჭურჭელი პატარა იყო, მან კი სპილოსავით ბევრი შარდვა იცის“.

რამდენიმე დღის წინ ამ ისტორიის შესახებ ჟერარ დეპარდიემ თავის კოლეგასთან სერიალ „ასტერიქსი და ობელისკიდან“, ედუარდ ბაერომთან ერთად ვიდეორგოლი ჩაწერა, რომლითაც ზემოთხსენებული ინციდენტი ხუმრობად და დასამახსოვრებელ ისტორიად აქცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100