სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიქტორ იუშჩენკო პრესას უყვება, როდის და რატომ ვერ იტანს ცოლს

უკრაინის მესამე პრეზიდენტის ცოლი, ეკატერინე იუშჩენკო, 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვიქტორ იუშჩენკომ მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა და პრესას გული გადაუსალა იმასთან დაკავშირებით, ცოლის ხასიათის რა თვისებები მოსწონს და რას ვერ იტანს. მისი აზრით, ქალბატონი ეკატერინა საუკეთესო დედაა, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს მამაკაცები წყვეტენ.

„ვერ ვიტან, როდესაც ის ჩაის ურევს, ისეთი ხმაურია ამ დროს, რომ მეორე ოთახში ისმის. არ მიყვარს, როდესაც გაზეთს ფურცლავს, არ არსებობს ადამიანი ვინც ამას უფრომეტი ხმაურით გააკეთებს, ვიდრე ის“ – აღიარა იუშჩენკომ Сніданку 1+1–სთან ინტერვიუში, იუწყება ТСН.

პრეზიდენტმა ამავდროულად ხაზი გაუსვა, რომ ეკატერინა ძალიან კარგი დედაა. „არ მინახავს ასეთი დედა. მას ბავშვებთან ურთიერთობის ტალანტი აქვს, რისი უნარიც მე არ ამქვს. მე განსხვავებული ხასიათი მაქვს და ასეთი სკოლისთვის მზად არ ვარ“– ჰყვება იუშჩენკო.

კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემატა ვიქტორ იუშჩენკოს ცხოვრებას მეუღლემ ისეთი, რაც მიანიშნებდა მის არაუკრაინულ ყოფას (ეკატერინე იუშენკო აშშ–ში გაიზარდა), ექს–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ცოლი „ინტერიერის ნამდვილი ოსტატია“.

„დარწმუნებული ვარ, იტყვის, რომ ჩვენ უფრო ფემინისტურები ვართ, ვიდრე უკრაინაში გაზრდილი ქალები“, – სიცილით დაამატა იუბილარმა.

„მართალია, მაგრამ ეს გაივლის“, – აღიარა ვიქტორ იუშჩენკომ და დაამატა: „გარკვეულწილად, რატომაც არა – იფიქრონ ქალებმა, რომ მაგრები არიან. მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დიდ საქმეებს მამაკაცები აკეთებენ. ეს ასე იყო, ასე არის და ასე იქნება“, – განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100