სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა მოხდა "ტასო ბარნოვასა" და შალვა რამიშვილს შორის? გოგო წამყვანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთი ცნობადი სახე თათია სამხარაძე იგივე "ტასო ბარნოვა" შალვა რამიშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქალთა მოძრაობა" ავრცელებს.

"8 აპრილს, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროვების ფაქტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე და ქალთა მოძრაობა გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას.ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ქალზე სექსუალურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ, თუმცა აღნიშნული პრესკონფერენცია, რომელიც სექსუალური შევიწროვების კონკრეტულ ფაქტს შეეხება, წარმოადგენს ამ თემაზე ღიად საუბრის პირველ პრეცედენტს. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა კონტრაქტი შალვა რამიშვილთან. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამიშვილის გათავისუფლების მიზეზი "იმედის" ყოფილი თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროვებაა", - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100