სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძრებით გამოწვეულმა დაკვამლიანებამ 500-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავსტრალიაში გასული წლის რამდენიმეკვირიანი ხანძრებით გამოწვეულმა დაკვამლიანებამ და ჰაერის დაბინძურებამ უკვე 445 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ BBC ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს.

გასულ წელს ავსტრალიაში ტყის ხანძრები რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ და რამდენიმეთვიანმა გვალვებმა გამოიწვია. ამან კი 11 მილიონ ჰექტარზე მეტი ბუჩქების, ტყეებისა და პარკების ტერიტორია გაანადგურა. 2 000-ზე მეტი სახლი დაიწვა და დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი მოკვდა.

ხანძრების პერიოდშივე, დაკვამლიანების გამო, 30 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ კი 4 ათასზე მეტ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

კვლევა ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით ჩაატარეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100