იორდანიაში შაურმის ჭამის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა - მოწამლულია ასობით ადამიანი
იორდანიის დედაქალაქ ამანში შაურმით ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 700-ზე მეტი მოიწამლა. ამის შესახებ გამოცემა Petra იორდანიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქტი მომხმარებლებმა ეინ-ბაშის რაიონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეიძინეს, რომელიც შაურმას ფასდაკლებით ყიდიდა. გარდაცვლილი 5 წლის ბავშვია. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარი