სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოჭიდავეები ლუკა კურტანიძის გადადგომას ითხოვენ

ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტს სპორტსმენები ეხმიანებიან. მოჭიდავეთა ნაწილი ფედერაციის ხელმძღვანელ ლუკა ურტანიძის გადადგომას ითხოვს.

თავად კურტანიძე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს და მედიასთან შეხვედრას 13 საათზე გეგმავს.
შემთხვევას სპორტის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.
ჭიდაობის ფედერაციაში გვიან ღამემდე გრძელდებოდა ფედერაციის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გარჩევა. შეხვედრას სპორტის მინისტრიც ესწრებოდა. ლევან ყიფიანმა შენობა უკომენტაროდ დატოვა.
ლუკა კურტანიძესთან დაპირისპირებულმა ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა და სპორტის ოსტატმა კი ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს. ლუკა კურტანიძის ბრალდება, რომ ჩხუბის მომენტში ისინი ნასვამები იყვნენ, სიცრუე აღმოჩნდა.
სხეულზე კურტანიძესთან დაპირისპირების შედეგად მიყენებული დაზიანებები ვიცე-პრეზიდენტმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოწმებაზეც დააფიქსირებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100