სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფის ვაჟი რუს, სტრიპტიზიორ მეუღლეს სცემდა - ნადეჟდა კადაფის სკანდალური ინტერვიუ

ლიბიის ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, მედიაში უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებები ვრცელდება, თუ რა სასტიკი ტირანები იყვნენ კადაფის ოჯახის მამაკაცები. „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ გამოქვეყნდა პოლკოვნიკის ვაჟის, სეიფ ალ–ისლამის, მეუღლის ექსკლუზიური ინტერვიუ. გოგონას მონაყოლიდან ირკვევა, რომ სეიფი მეუღლეს უმოწყალოდ სცემდა, ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა, ქალი ღრმა კომაში ჩავარდა. როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ ეს ინტერვიუ მათ გაცილებით ადრე მიიღეს, თუმცა მისი გამოქვეყნება მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი.

ნადეჟდა კადაფის მეუღლესთან ურთიერთობა საბოლოოდ მაშინ დასრულდა, როდესაც სეიფმა უმოწყალოდ სცემა და მეთორმეტე სართულიდან გადმოაგდო. ქალი კომაში 47 დღე–ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ამ ტრაგედიას კი წინ უძღვის მათი გაცნობის ავანტურული ისტორია.

ნადეჟდა დაიბადა ყირიმში, სოფელ კოკტებელში. 14 წლის გოგონა უკვე გათხოვებასა და მოსკოვში გამგზავრებაზე ოცნებობდა. ორი წლის შემდეგ საქმრომ იგი დედაქალაქში წაიყვანა, თუმცა, ქორწინება ჩაიშალა – მომავალი მეუღლე ნადეჟდას ღალატობდა. რუსმა მოზარდმა ფულის შოვნის ადვილი გზა იპოვა და სტრიპტიზკლუბ „რასპუტინში“ დაიწყო ცეკვა.

პირველი სამუშაო დღე ნადეჟდასთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. კლუბის ერთ–ერთმა მუდმივმა კლიენტმა იგი ექვსი თვით „იყიდა“. ოთხი თვის შემდეგ ნადეჟდას „პატრონი“ გაუჩინარდა. გავლენიანი მეგობრების დახმარებით, გოგონა ერთ–ერთი კაფის პიარმენეჯერი გახდა. აქ მან პირველი მეუღლე გაიცნო.

გათხოვებდიან ექვს თვეში, ნადეჟდამ სეიფ ალ–ისლამი გაიცნო, რომელიც მოსკოვში სობჩაკისა და შუსტეროვიჩის ქორწილში ჩავიდა. ვინაიდან ქორწინება ჩაიშალა პოლკოვნიკის ვაჟმა გართობის სხვა გზა გამონახა. „– არ დამიჯერებთ, მაგრამ მე არ ვიცოდი რომ ამ ადამიანის გვარი კადაფი იყო, ის ჩემთვის უბრალოდ სეიფი იყო“– ყვება ნადეჟდა.

ახალ მეგობართან ერთად ნადეჟდა ავსტრიაში მიემგზავრება. აქ კი მისი „მოქმედი“ მეუღლე ურეკავს და ატყობინებს, რომ კაცი ვისთან ერთადაც იმყოფებოდა კადაფი იყო. „– ვერ დავიჯერე, საყვარელი მამაკაცის პასპორტი ნამდვილად არ მინახავს!“

ექვსი თვის შემდეგ, სეიფმა ნადეჟდა ოჯახის წევრების გასაცნობად ლიბიაში ჩაიყვანა. აეროპორტში გოგონა ჩადრით შემოსეს და ავტომანქანაში ჩასვეს. ამ მომენტიდან რუსი ქალის ცხოვრება საგრძნობლად იცვლება. მას მეუღლის ნდობით აღჭურვილი პირები იცავდნენ. გოგონა ყვება, რომ ეს კაცები მის სახლში თავისუფლად ცხოვრობდნენ, ნადეჟდას საძინებელში მეგობარ გოგონებთან ერთად „გართობასაც“ არ ერიდებოდნენ.

სეიფის მშობლების კმაყოფილება და სიმპატიები რომ დაემსახურებინა ნადეჟდამ ოპერაცია გაიკეთა – იგი კვლავ ქალიშვილი გახდა. შემდეგ მუსულმანობაც მიიღო.

„სხვათაშორის ეს ცერემონიალი არც თუ ისე რთული იყო, ორი თვითმხილველის თანდასწრებით სამჯერ უნდა გამემეორებინა „არ არსებობს ღმერთი გარდა ალაჰისა“.

„როგორც კი ურთიერთობას ოფიციალური მხარე მივეცით, ინტელიგენტი სეიფის ყველანაირი კვალი გაქრა. არც კი ერიდებოდა სახლში საყვარლების მოყვანა, მეგობრებთან ერთად ორგიებს აწყობდა და ამ ყველაფერს კამერით იღებდა. თავდაპირველად სკანდალებს ვაწყობდი, მაგრამ მერე მივხვდი ვერაფერს შევცვლიდი. ორი წლის წინ, როდესაც სეიფი უკრაინის სილამაზის კონკურსს აფინანსებდა, კონკურსანტების უმეტესობამ ჩემი ქმრის ლოგინს გაუსინჯა გემო“.

სეიფი მეუღლეს აშანტაჟებდა. ერთხელ, ჩხუბის შემდეგ ნადეჟდა ყირიმში დედასთან წავიდა, სწორედ ამ დროს კი მისი ძმის უმცროსი ვაჟი უკვალოდ გაქრა. „–სეიფი ამ გზით მაშინებდა“.

„ პირველი სერიოზული ჩხუბი მისი მეგობრის გამო მოგვივიდა, რომელიც ჩემს ოთახში შიშველი შემოვიდა. მე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სეიფს ვუთხარი. მან კი ერთი კვირით უდაბნოში გამიშვა. როდესაც სახლში დამაბრუნა, ჩემი თანდასწრებით ორგიებს აწყობდნენ. ამას ვეღარ გავუძელი და მოსკოვში გავიქეცი. რამდენიმე დღის შემდეგ, ლიბიის საელჩოდან დამიკავშირდნენ, ვენაში ჩასვლა და სეიფთან ურთიერთობის მოგვარება მთხოვეს. მეგონა ბოდიშს მომიხდიდა, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იმით დამთავრდა, რომ მე საავადმყოფოში გავიღვიძე.“

„ 47 დღე კომაში ვიყავი. სეიფის ხელქვეითებმა გაავრცელეს ინფორმაცია ვითომ ხიდან ჩამოვვარდი, სეიფი კი ჩემი მხსნელის როლში გამოიყვანეს.“ გოგონას არ ახსოვს, მაგრამ თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ცემისას გონება დაკარგა, სეიფმა კი მეთორმეტე სართულის ფანჯრიდან გადმოაგდო.

„ყველა კიდური მოტეხილი მქონდა, ასევე დამჭირდა სერიოზული ოპერაციები თავის ქალაზე, სასწაულებრივად გადავრჩი“.

როდესაც ნადეჟდა კომიდან გამოვიდა, ჟურნალისტებს შეხვდა. გაფრთხილებული იყო რა უნდა ეთქვა: „სეიფმა გადამარჩინა და მე ის ძალიან მიყვარს“. როდესაც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, ნადეჟდამ კვლავ მოსკოვის კლუბში დაიწყო მუშაობა.

გოგონა ყვება, რომ სეიფის ძმამ, მოტასიმმა 7 თვის ორსულ მეუღლეს სასტიკად სცემა, ბავშვი დაიღუპა... „– რამდენიმე წლის წინ, ლიბიიის ზღვის სანაპიროზე გარდაცვლილი ახალგაზრდა ორსულის გვამი იპოვეს. იგი უმცროსი კადაფის, საადის მეგობარი გოგონა იყო. ცემით იყო მოკლული. მისი გარდაცვალების ისტორია გასაიდუმლოებული იყო და პრესაში არ გავრცელდა.“

ექსკლუზიური ინტერვიუ ნადეჟდამ, გამოცემას ლიბიაში არეულობის დაწყებამდე მისცა. ამ ეტაპისათვის, იგი არც იმ კლუბში იმყოფება სადაც მუშაობდა და არც ტელეფონს პასუხობს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100