სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინელები სევეროდონეცკში უნდა "დანებდნენ ან მოკვდნენ" - სეპარატისტები

უკრაინელები სევეროდონეცკში უნდა დანებდნენ ან მოკვდნენ - ამბობს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი.

„მათ ორი ვარიანტი აქვთ: ან მიჰყვნენ კოლეგების მაგალითს და დანებდნენ, ან მოკვდნენ“, - თქვა ედუარდ ბასურინმა, "სახალხო მილიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ"

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდამ განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ ახერხებს ქალაქიდან ზოგიერთი ადამიანის ევაკუაციას, თუმცა მასშტაბური დაბომბვების გამო, შეზღუდულად.

სევეროდონეცკის დიდ ნაწილს ამ დროისათვის რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100