თვითმფრინავი, რომელშიც 83 მგზავრი იმყოფებოდა, თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა - ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილთა რაოდენობა
ავღანეთში სახელმწიფო კომპანია Ariana Airlines– ის ავღანეთის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
პროვინციის გუბერნატორის სპიკერმა არიფ ნორის ინფორმაციით საფრენ აპარატს, რომელშიც 83 მგზავრი იმყოფებოდა ცეცხლი გაუჩნდა და ტექნიკური მიზეზების გამო ჩამოვარდა. ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოინგის თვითმფრინავი ტერორისტული ორგანიზაცია, თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
Ariana Airlines თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
კომენტარი