საგაზაფხულო მიმოხილვები სამშობლოზედ
საქართველოს ამჟამინდელი მდგომარებობა არაა სახარბიელო, რადგან ჩვენს მიწა-წყალზე რუსების სამხედრო ბაზებით გაძეძგილი ორი ოკუპირებული, განადგურებული ტერიტორია შექმნა აგრესორმა.
მიუხედავად ამ რეალობისა, ამჟამად რუსეთს არ შეუძლია უხეშად ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში და მოახდინოს ქართული სახელმწიფობრიობის განვითარების ხელის შეშლა.
მიუხედავად ამ რეალობისა, ამჟამად რუსეთს არ შეუძლია უხეშად ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში და მოახდინოს ქართული სახელმწიფობრიობის განვითარების ხელის შეშლა.
რუსეთი ცდილობს როგორმე კონტაქტში შემოვიდეს საქართველოსთან, რადგან რუსული ვითომ "სამშვიდობოებით", სხვა რეგიონით საქართველოს დაშანტაჟება აღარ შეუძლია, ჯავახეთის აგდება პროვოცირებაზე ძნელი გახდა, რადგან სომხებს ძალიან კარგი ინფორმაცია აქვთ აფხაზი სომხებისაგან და ვლადიკავკაზელი სომხური დიასპორიდან იმაზე, თუ სინამდვილეში რა დღეშია ვითომ დამოუკიდებლად ცნობილი სოხუმიც და ცხინვალიც.
ამასთან ჯავახეთელმა სომხებმა ნახეს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში, საკუთარი მომავლის უკეთ მოწყობის პერსპექტივა. ამგვარად, რუსს აღარ აქვს შესაძლებლობა რამენაირად საქართველოს არაოკუპირებულ, თავისუფალ ნაწილში ხელი შეუშალოს მის სახელმწიფობრივ განვითარებას. ეს აგიჟებთ მათ, და ხან მოძმე-შემარცხვენელ ნოღაიდელს უხდიან მილიონებს, რათა მან საკუთარი წინაპრების ცოდვის რემიქსი მოახდინოს და შეათრიოს რუსეთი საქართველოს თავისუფალ ნაწილშიც, ხან კრემლის “კანალიზატორები” თბილისში სამთავრობო კულუარებში და ჩრდილოვან კაბინეტებში შეძვრომისათვის აფინანსებენ პროვინიელ ტუჩებდაწკურულ ფერომან ზურგჩანთიან მეფქვილეს გოგოს, ნინოს.
სადაა ჩვენი ხსნა? ჩემი რწმენით, აუცილებელია ჩვენი მტკიცე ნება - სახელმწიფობრიობის არსებობის შესახებ ხელშეუხებელ რეალობად ვაქციოთ მსოფლიო საზოგადოებისათვის. ასე მოიქცა თვით დიდი ბრიტანეთისა და არაბული სახელმწფოების ლიგის მიერ უარყოფილი ისრაელი. ამისათვის კი აუცილებელია გავერთიანდეთ ჩვენი სახელმწიფობრიობის გარშემო.
სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საქართველოს მოქალაქე-ამომრჩევლის სოციალური გამოკითხვების ბოლოდროინდელი, კერძოდ კი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოიკვეთა მეტად საყურადღებო ფაქტი - ამჟამად ამომრჩეველი ირჩევს სტაბილური პოლიტიკური კურსის მქონე პოლიტიკურ პარტიას და არა ქარიზმატულ ლიდერებს.
ამას პოლიტიკოსებიც თუ მიხვდებიან მაშინვე აიწევს მათი რეიტინგი. ახლა ხალხი ითხოვს სახელმწიფოებრიობაზე და მის გაძლიერებაზე კონცენტრირებულ, მყარი პოლიტიკურ-იდეოლოგიური პლატფორმის მქონე პარტიების ამოქმედებას.
“ალიანსელი” ბატონი სოზარ სუბარი შორიახლოს, ჯერ ნოღას ფულებზე ვირტუალურ-ტრანსცენდენტალურ ორგაზმს იღებდა და მერე კი ოცნებათა რეალიზების წყურვილმა განაპირობა ის, რომ ბ-ნი სოზარი ნოღაიდელის პარტიასაც კი მიადგა ერთიანი ლიდერის არჩევისათვის.
“ალიანსის” "პრე-მენსტრუალურისდარმა გუნებაცვლილებებმა" სულ გაადეფოლტა ალასანიას პარტია, ისე, რომ ადვოკატთა მეორე მოკავშირე ხიდაშელის კანტორა ვეღარ შველის მას. მალე თავად ეგ ადვოკატები და მათი ძმებიც დაძუძგავენ იმ შემთხვევაში, თუ ალიანსმა კვლავაც გააგრძელა "ქართაგან ძლიერთა რხევაი საკუირველი".
ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საკუთარი სახელმწიფობრიობის გარშემო, ხოლო პარტიებმა ერთმანეთს კონკურირება უნდა გაუწიონ საქართველოს დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გაძლიერებაში. პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური ორგანიზაციების გამარჯვების შანსი მათ მიერ წარდგენილ რეალურ წინასაარჩევნო გეგმებშია და არა მათ წინასაარჩევნო უაზრო დაპირებებში.
ახლა რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო რუსული პროვოკაციების გაზაფხულისეულ განმეორებებს - აქ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ის განმეორდება ისევე, როგორც ეს განუწყვეტლად ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან - ანუ 1991 წლიდან.
ახლა რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო რუსული პროვოკაციების გაზაფხულისეულ განმეორებებს - აქ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ის განმეორდება ისევე, როგორც ეს განუწყვეტლად ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან - ანუ 1991 წლიდან.
აგერ მარტო ენგურჰესის გარშემო არსებული ვითარება რად ღირს? ამერიკის უმკაცრესი გაფრთხილება რომ არა, ახლა რუსეთს ენგურიც დაპყრობილი ექნებიოდა, სვანეთიც და სამეგრელოც. ამერიკული მკაფიო "მესსიჯი" კი გულისხმობდა შემდეგს - ენგურჰესის დაპყრობის და ზემო სვანეთის ნაწილი ტერიტორიის ოკუპირებით რუსი მიიღებდა უმკაცრეს სანქციებს, საქართველოს შეიარაღებაში გაზრდილ ამერიკულ დახმარებებს და მოპატრულე უძლიერეს ამერიკულ ფლოტს შავ ზღვაში საკუთარი ჟანღიანი ფლორტის ცხვირწინ.
ამან ჩრდილოელი ოკუპანტი შეაკავა და ეს მხოლოდ ენგურის მიმართულებით, თან როგორც ვიცი, საქართველომ მიიღო ამერიკული საზღვაო რადარები და ნოვორისიისკიდან რუსების მიმოსვლის მეთვალყურეობის შესაძლებლობამ გააძლიერა საქართველოს სწრაფი მომზადების შესაძლებლობა საზღვაო თავდასხმის შემთხვევაში.
აქ სანაპირო დაცვის ამერიკულ-თურქური მოდერნიზირებაც დაგვეხმარა. ამიტომაა რომ ახლა "კრემლის სორტიროვშჩიკებმა" იცვალეს დროებით კურსი საქართველოს შეწუხებისა და ახლა მისი ცხინვალელი თოჯინა კოკოითი აახმაურეს თრუსოს ხეობის მიმართულებით - ნუთუ მზადაა კრიზისში მყოფი რუსი თრუსოს ხეობისათვის კიდევ ახალი ომის წარმოებისათვის?
რეალობაში მარტო თრუსო არაა ფსონზე - აქ საუბარია ყაზბეგის რაიონზე, დუშეთის რაიონზეც და გუდაურის საერთაშორისო საკურორტო ბაზაზეც, ამასთან ყველაზე უმთავრესი სტრატეგიული მნიშვნელობის მაინც საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი სამხედრო გზად წოდებული ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი მაგისტრალია.
რეალობაში მარტო თრუსო არაა ფსონზე - აქ საუბარია ყაზბეგის რაიონზე, დუშეთის რაიონზეც და გუდაურის საერთაშორისო საკურორტო ბაზაზეც, ამასთან ყველაზე უმთავრესი სტრატეგიული მნიშვნელობის მაინც საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი სამხედრო გზად წოდებული ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი მაგისტრალია.
სწორედ ესაა უმთავრესი მიზანი რუსეთისათვის - ხელში ჩაიგდოს საქართველოს ეს უმთავრესი მაგისტრალი. რუსეთის გენშტაბი და ფედერალური უშიშროების სამსახურები წამყვანი პოლიტიკური ლიდერებისა და იდეოლოგების შეკვეთით ამზადებენ საქართველოს დაპყრობის გეგმებს, მათ შორის, შემუშავებული ჰქონდათ ლარსის გამშვებ პუნქტთან პროვოკაციის მოსაწყობად ყველაფერი და ამით უნდა დაწყებულიყო ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ოკუპაცია.
ეს ყველაფერი გათვლილი იყო ლარსის გამშვები სასაზღვრო პუნქტის უმოქმედობის რეჟიმისათვის, როდესაც საზღვარზე დაკეტილ გამშვებ პუნქტებთან იქნებოდნენ მარტო ქართველი მცირერიცხოვანი მესაზღვრეები. რუსი ამუშავებდა და ამუშავებს სხვა გეგმას მარტო თრუსოს ხეობის კი არა, არამედ ყაზბეგის და დუშეთის რეგიონების ფაქტობრივი ხელში ჩაგდების მიზნით.
რუს გენერლებს იმედი ჰქონდათ იმისა, რომ საქართველო და მისი მეგობარი ამერიკელები ვერ მოასწრებდნენ სწრაფ რეაგირებას ამ რუსული პროვოკაციის - ყაზბეგის ოკუპირების შემთხვევაში. არადა რუსს თავად საქართველოს მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ - აღედგინა სომხების მიერ ადრე განცხადრებული თხოვნის საბაბით, ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი, გეგმები ჩაუშალა პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობის მოსპობის გამო.
როგორც ცნობილი გახდა, რუსული სპეციალური სამსახურების მიერ საგულდაგულოდ დაგეგმილი საგაზაფხულო პროვოკაციის შემდეგ, რუსეთი აპირებდა ყაზბეგის ბლიცკრიგის მეთოდით აღებას და მერე ეგრეთწოდებული მოლაპარაკებაზე დაუსრულებლად მომუშავე კომისიებით დროის გაწელვაში რუსეთი მოახდენდა ყაზბეგისა და სატრანსპორტო მაგისტრალის დაპყრობას, რაც ტოლფასი იქნებოდა საქართველოს ტერიტორიალური ფატალური გამოფატვრისა.
პირადად მე თავიდან წინააღმდეგი ვიყავი ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნისა, ვფიქრობდი რომ საშიშროება უფრო მეტი იყო გახსნის შემთხვევაში, ვიდრე ეს დაკეტილის შემთხვევაში იქნებოდა. მერე ინფორმაციული მასალების გაანალიზებისას და ბევრი “დაფარულის განცხადების” შემდეგ მივხვდი, რომ ამჯერად მე ვცდებოდი - ლარსის გახსნა ესაა საუკეთესო სტრატეგიული თავდაცვითი ნაბიჯი - რუსეთის იძულება საერთაშორისო რეჟიმში აწარმოოს რაღაც ურთიერთობა - ეს უმძიმესი საქმეა. ეს შესაძლებელი გახდა სწორედ ლარსის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოხვედრის შემდეგ.
ამჟამად მოქმედი საკონტროლო-სასაზღვრო გამშვები პუნქტები შეუძლებელს ხდის რუსის მიერ კრასნოდარის "ვიმპელი-2"-ის ცენტრში გაწვრთნილი დივერსიული ჯგუფების და ბალაშიხა-2 მიერ დაგეგმარებული პროვოცირების მოწყობას, რაც ვითომდა ყაზბეგიდან ე.წ. ტერორისტებისათვის იარაღის დიდი პარტიის გადატანის დროს ბანდებთან მომხდარი შეტაკებების სახით უნდა მომხდარიყო.
პროვოკაციის მერე პროცესები დამთავრებულიყო ვითომდა რუსების უსაფრთხოებისათვის "გადმოწეული ბუფერული ზონით", ამაში ფე-ეს-ბეს განყოფილება სახელად "საზოგადოება - დარიალი"-ს მიმართვები დაეხმარებოდა. ამგვარად, სინამდვილეში მოხდებოდა ყაზბეგის რაიონის და სამხედრო გზის რუსების ხელში ჩაგდება.
პროვოკაციის მერე პროცესები დამთავრებულიყო ვითომდა რუსების უსაფრთხოებისათვის "გადმოწეული ბუფერული ზონით", ამაში ფე-ეს-ბეს განყოფილება სახელად "საზოგადოება - დარიალი"-ს მიმართვები დაეხმარებოდა. ამგვარად, სინამდვილეში მოხდებოდა ყაზბეგის რაიონის და სამხედრო გზის რუსების ხელში ჩაგდება.
ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ ქართულ-რუსული სასაზღვრო კონტინგენტის არსებობის შემთხვევაში, მიყურადებულ მომენტში და არა საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგის პირობებში, ანუ უმოქმედო სასაზღვრო გამშვები პუნქტის არსებობის შემთხვევაში. ახლა კი რა ჰქნან ? საზღვარს იქით და აქეთ დგანან რუსი და ქართველი მესაზღვრეები და მებაჟეები, რითაც რუსის ვლადიკავკაზელი "დარიალელებისაგან" გახმოვანებული ტერიტორიალური პრეტენზიების აგორება ინტერვენციისათვის შეუძლებელი ხდება; ამასთან ერთად ლარსის მიდამოს ლეგალურად, სრულიად აშკარად და დეკლარირებულად უკეთებენ მონიტორინგს ევროკავშირისა და ამერიკის კოსმოსური სატელიტები, მათი სადაზვერვო სატელიტებიც და რაც მთავარია, სასაზღვრო ლარსის მიდამოში საქმის წარმოებით მონიტორინგს ახდენენ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთ-საქართველოს სექციების წარმომადგენელი დიპლომატიური მოხელეები!
ამის გამოა, რომ რუსი ძველ ნატკეპნ გზას უბრუნდება და ისევ "ბეზოტკაზნი" მუშა-ვირ კოკოითის იმედად ცდილობს თავისი ზრახვების განხორციელებას. არამზადა კოკოითის ეს "საგაზაფხულო უვერტიურა" მისი ეფქტურობის შემოწმების მცდელობაც და თავად კოკოითის მინიშნებაცაა. კოკოითი ამით ანიშნებს რუსეთის მმართველთ - მოპარულს თუ შემარჩენთ, აგერ თრუსოს პროვოკაციაში გამოგადგებითო. კარგად იცის ცხინვალელმა მთავარმა ქურდბაცაცამ ის, რომ როგორც კი მისი ქურდობის გამო გაბრაზებული მოსკოვი დაატოვებინებს თანამდებობას, მაშინვე წააკლავენ ნაპარავს საკუთარი მოძმე ქურდბაცაცები.
"სამხრეთულ ტესტიკულებზე გადარეული" პუტინის მიერ ანგაჟირებული "დომაშნი სარტოროვოჩნი კუხნის” ასამუშავებლად კი, აგერ მოსკოვის ტერორისტული ტრაგიკული აქტების მსგავსი რამ საკმარისი იქნებოდა. საქმე იმაშია, რომ თავად რუსი მოქალაქეებიც კი უკვე ეჭვის თვალით უყურებენ ტერორისტების მიერ აფეთქებების შემდგომ "აქტ ვოზმეზდიებს" და საკმაოდ დასაბუთებულად ეჭვობენ იმას, რომ გაუთავებელი ტერორისტული აქტებიც და "კე-ტე-ო (კონტრტერორისტული) აქტებიც" ერთი და იგივე ალაგას, ანუ პუტინისეულ "სორტიროვოჩნი დომაშნი კუხნაში ზაგატოვკის" სახით იქმნება.
ჩვენ საკმაოდ დიდი დაკვირვება გვმართებს და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა, "საარჩევნო კანტორებმა", ასევე წინასაარჩევნო ალიანსებმა უნდა მოახდინონ სახელმწიფოებრივი აზროვნების დემონსტრირება საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებაში მონაწილეობის მიღების სურვილით.
ჩვენ საკმაოდ დიდი დაკვირვება გვმართებს და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა, "საარჩევნო კანტორებმა", ასევე წინასაარჩევნო ალიანსებმა უნდა მოახდინონ სახელმწიფოებრივი აზროვნების დემონსტრირება საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებაში მონაწილეობის მიღების სურვილით.
მოდით და უბრალოდ - ერთგულ და ძლიერ მოკავშირეებთან ერთად დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო - საქართველო. საქართველოს გამთლიანების ერთადერთი რეალური გზა ევროპა-ამერიკასთან ერთად ჯერ ჩვენი თავისუფალი ტერიტორიის სახელმწიფოებრივი გაძლიერება და მერე კი დანარჩენის დეოკუპაციის მშვიდობიან რეჟიმშია!
იმედია ნელ-ნელა შევიმეცნებთ იმას, რომ ქართული სახელმწიფობრიობა და დასავლეთის ცივილიზაცია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და სასიცოცხლო სივრცეა, მაშინ გავუგებთ ერთმანეთს. მთავარია ქვეყანა გვიყვარდეს.
მოვა დრო და შეიქმნება ახალი უდიდესი შედევრები, ჩვენთან ახლა მხოლოდ მომზადების პერიოდია ქართულ გენიოსთა "ჯინების ბოთლებიდან" გათავისუფლებისათვის. მე დიდი მოლოდინითა და ძლიერი წინათგრძნობით ველი ამ აღმასვლას ჩვენი სახელმწიფობრიობის არსებობის მრავალ სფეროში განსაკუთრებით კი ქართულ მეცნიერებასა და კულტურაში.
ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ქართული სახელმწიფობრიობის არსებობის ამ ძნელბედობის ხანაში, ქართულ აკვანში თავისუფლების შობის ამ გმირულ პერიოდში დაიბადება უდიდესი მოაზროვნეების, გენიოს მათემატიკოსთა, ფიზიკოსთა, ექიმთა, ინჟინერთა, არქიტექტორთა, მხატვართა, პოეტთა, ასევე მუსიკოსების, ლიტერატორების დიდებული პლეადა, რადგან ახლანდელი საქართველო ბევრით ჰგავს გაერთიანების პროცესში მყოფ ვერდის დროინდელ იტალიას, ასევე ვიქტორ ჰიუგოს დროინდელ წინააღმდეგობებითა და მრავალრიცხოვანი მტრით გარემოცულ საფრანგეთს. მე მტკიცედ მჯერა საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავლისა.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და აკურთხოს მისი ერი.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და აკურთხოს მისი ერი.
გაგი ოთიაშვილი, ნიუ იორკი 30 მარტი, 2010 წელი.
კომენტარი