სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ჯანდაცვის რეფორმა ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია

აშშ–ის სააპელაციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია ჯანდაცვის რეფორმის ის პუნქტი, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობისდროინდელ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.

კერძოდ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მდგომარეობა, რომელშიც მოქალაქეები ამ რეფორმის შედეგად აღმოჩნდნენ, მათი არჩევანის უფლებას ზღუდავს. საუბარია იმაზე, რომ კანონის მიხედვით, ყველა ამერიკელი ვალდებულია დაეზღვიოს, ან, უარის შემთხვევაში, ჯარიმა გადაიხადოს.

მოსალოდნელია, რომ რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვას აშშ–ის უმაღლესი სასამართლო იტყვის, ხოლო ვერდიქტს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2012 წლის ნოემბერში გამოიტანს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და იმედი გამოთქვეს, რომ უზენაესი სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100