ავარია თბილისში - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი
თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ქორწინების სახლის მიმდებარედ მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
კომენტარი