რა კავშირია სპორტსა და ადამიანის ტვინს შორის?
სპორტი ადამიანის ტვინისთვისა და მეხსიერების ფუნქციისთვის სასარგებლოა. აღნიშნული დასკვნა ვანკუვერში ჩატარებული კვლევის შედეგად იქნა გამოტანილი.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 86 ქალბატონმა რომელთა ასაკიც 70 იდან 80 წლამდე მერყეობდა, ყველა მონაწილეს მეხსიერების სხვადასხვა ფორმით იყო გამოხატული დარღვევას ჰქონდა. სხვადასხვა მიზეზთა მიუხედავად საერთო ფაქტორად მაინც ასაკობრივი გონებრივი დემენცია იყო დასახელებული.
ექსპერიმენტის წინ ყველა მონაწილემ გაიარა სამედიცინო კვლევა მათ შორის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, იმისთვის, რომ შეფასებულიყო გიპოკამპის (ტვინის მეხსიერებითი ფუნქცია) ზომა. ამის შემდეგ თითოეული ქალბატონი ექვსი თვის მანძილზე კვირაში ორჯერ, ერთი საათის განმავლობაში იტვირთებოდა სხვადასხვა სპორტული თამაშებითა და სირბილით.
შედეგად ყველა გამოკვლეული ქალბატონის დემენცია (ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა. მოხუცებულობის ფსიქოზი, სკლეროზული ფსიქოზი, პროგრესირებადი დამბლა) საგრძნობლად იქნა შესუსტებული. ტვინი გაცილებით სხარტად და მარტივად იმახსოვრებდა ახალ ინფორმაციას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადამინის გონებრივი შესაძლებლობები და ტვინის ფუნქციალურობა დამატებით კვლევებს საჭიროებს. თუმცა ჩატარებული კვლელვის შედეგად მეცნიერები ცალსახად უწევენ რეკომედაციას რეგულარულ აერობიკულ ვარჯიშებს და ფიზიკურ დატვირთვას. ასაკში შესულ ადამიანთა მეხსიერებითი პრობლემების მარტივად აღმოსაფხვრელად ექიმები და მეცნიერები ერთხმად ურჩევენ მათ პროფილაკტიკის ამ მეთოდს.
კომენტარი