სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ენრიკე იგლესიასმა გულახდილად ისაუბრა ანა კურნიკოვასთან სექსის შესახებ

მომღერალი ენრიკე იგლესიასი და ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა პოპულარულ წყვილებს შორის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ წყვილად ითვლება.

ის ფაქტიც კი, რომ ანა ორსულად იყო, მხოლოდ მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ჩოგბურთელმა იმშობიარა და ტყუპები გააჩინა. ფაქტია, რომ არც ერთ მათგანს უყვარს საკუთარი პირადი ურთიერთობების აფიშირება.
თუმცა, მოხდა სასწაული და ენრიკემ გადაწყვიტა, ჟურნალისტებთან თამამად ესაუბრა მისი და ანას ინტიმური დეტალების შესახებ:
"ჩვენ ახლა იმაზე მეტი სექსი გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია, ამის ხარჯზე ხარისხი სულაც არ განელებულა, პირიქით, უფრო და უფრო იზრდება" - განაცხადა მომღერალმა.
მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი დედა არის კურნიკოვა:
"საოცრად კარგი პროცესია, როდესაც ვუყურებ, თუ როგორ უვლის ბავშვებს, ჩემს თვალწინ გაიარა მისი დედობრივი ინსტიქტის ჩამოყალიბებამ. როგორც ყველა წყვილს, ჩვენც მოგვდის ხოლმე კამათი, თუმცა, საერთო ჯამში, ჩემი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ".
შეგახსენებთ, რომ ანამ და ენრიკემ ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს კლიპის გადაღების დროს. თავდაპირველად იგლესიასი ცუდად იყო მის მიმართ განწყობილი, არც კურნიკოვა გიჟდებოდა მომღერალზე, თუმცა გამუდმებულმა კამათმა რაღაც ვნება წარმოშვა მათ შორის და მას შემდეგ ერთად არიან. სულ რაღაც 10 თვე გავიდა, რაც წყვილს ტყუპები შეეძინა და მათი თანაცხოვრებაც ახალ ეტაპზე გადავიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100