სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პირადი მრჩეველი”-ს მორიგი სირცხვილი ანუ რაზე წითლდება „გამჭვირვალე“ „პროკრედიტ ბანკი“ ?!

(„ლონდონ ჰაუს ჯორჯიას“ განცხადება)

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი სულაკაძემ დაასრულა 2014 წლის აპრილში შეტანილი ჩვენი სარჩელის განხილვა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და მოპასუხე „პროკრედიტ ბანკს“ უადვოკატო კლიენტის სასარგებლოდ 35 680.30 ლარის გადახდა დააკისრა.

აღნიშნული სასამართლო პროცესი ჯერ სულ მეოთხეა „მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის“ „პროკრედიტ ბანკთან“ ჩვენი დავების ისტორიაში, რომლის მანძილზეც წინა სამი „გამჭვირვალე“ ბანკის წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებით დასრულდა და „კრედიტორს“ თანხების გადახდაც დაეკისრა ჩვენთვის მოყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. მოსამართლე გიორგი სულაკაძის განხილვაში მყოფი საქმე ეხებოდა ზიანს, რაც ჩვენს კომპანიას მოადგა „კრედიტორის“ ქმედებით მის მიერ საკუთარი სხვა დარღვევის დასამალად და მასთან „მოსარიგებლად“ ჩვენი შანტაჟის მიზნით უსაფუძვლოდ დაწყებული ე.წ. აღსრულების პროცესის წარუმატებელი მცდელობით 2010-2011 წლებში.

ზიანი გამომდინარეობდა ჩაშლილი ხელშეკრულებიდან ჩვენს კონტრაგენტთან, რომელმაც აღსრულების რეჟიმში მყოფ კომპანიასთან ურთიერთობა რისკის შემცველად ჩათვალა და გავიდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. აღნიშნული კერძო შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი კომპანიისთვის და მისი საქმიანი რეპუტაციისთვის მომდგარ მრავალ ზიანთა შორის „პროკრედიტ ბანკის“ არაკეთილსინდისიერი, მეტიც, დანაშაულებრივი და წინასწარგანზრახული ქმედებებების შედეგად და რასაც ბანკის თანამშრომლებისვე განცხადებით ხელმძღვანელობდა ბანკის ამჟამად სამიდან ერთი დირექტორი ქ-ნი ქეთი ხუსკივაძე ბანკის იმჟამინდელ გენერალურ დირექტორ, ვინმე მაიაგოზელ მერედოვასთან ერთად.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2010 წლის გაზაფხულზე „პროკრედიტ ბანკმა“ დაარღვია მის მიერვე შედგენილი ხელშეკრულება და ბრალეულად არ მოგვიხსნა იპოთეკა გასაყიდ ქონებაზე, კომპენსაციის ჩვენთან თვალთმაქცური მოლაპარაკებების ფონზე სასამართლოში მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი. მატერიალური საფუძვლის და ჩვენი მხრიდან გადახდის გრაფიკის არდარღვევის მიზეზით საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნონა ზარქუას 2010 წლის 18 ივნისის განჩინებით მიღებული უარის შემდეგ „პროკრედიტ ბანკმა“ მოახერხა სააპელაციო სასამართლოში მატერიალური საფუძვლის უგულვებელყოფით, მხოლოდ პროცესუალურ ნორმებზე მითითებით მოსამართლე ლილი ტყემალაძის განჩინებით მისთვის ნანატრი სააღსრულებო ფურცლის აღება ჩვენთან „სავაჭროდ“ და რუსთაველის ქვეყანაში ქონების წართმევის მუქარით „აღსრულებაში“ „მოსარიგებლად“. მორიგებაზე ჩვენი უარის და იპოთეკის არმოხსნის მიზეზით ჩვენთვის მომდგარ ზიანზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის დეკემბერში ბანკის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ „პროკრედიტ ბანკმა“ 2011 წლის 11 იანვარს, მატერიალური საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, არაკეთილსინდისიერად მაინც მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა ჩვენი ქონებების აუქციონზე რეალიზაცია, რომელთაც უმიზეზოდ ედო სააღსრულებო ბიუროს მიერ დადებული ყადაღები 2011 წლის 8 დეკემბერს მათ გაუქმებამდე.

„პროკრედიტ ბანკის" რედაქციით შედგენილი ხელშეკრულება ადგენდა, რომ მასზე თანდართული „რომელიმე გრაფიკის" წელიწადში ორჯერ დარღვევა არ ჩაითვლებოდა ხელშეკრულების დარღვევად. ალბათ „გამჭვირვალობა“, რაც ფულით მომუშავე „პროკრედიტ ბანკის“ “ ბიზნეს ეთიკის“ ხმამაღლა დეკლარირებული ქვაკუთხედია, ავალებდა იგივე იურისტებს, რომლებიც ხელშეკრულების ხელმოწერისას გვიმარტავდნენ თითოეულ გადახდის გრაფიკზე წლის განმავლობაში 2-ჯერ ვადაგადაცილების ნებადართულ უფლებას, ქართულის უცოდინარი საკუთარი დირექტორების დავალებით დაეწყოთ სააღსრულებო ბიუროს და სასამართლოს (აპელაციაში კოლეგიის თავმჯდომარე ლაშა კალანდაძის მეშვეობით) დაჯერება იმაში, რომ ჩვენ არა თითოეულზე 2-ჯერ, არამედ 4-ვე სესხზე ჯამში 2-ჯერ ვადაგადაცილების უფლება გვქონდა თურმე წლის განმავლობაში, ანაც უარეს შემთხვევაში ემტკიცებინათ მათივე დაწერილი პუნქტის „ბუნდოვანება“. როგორც გრამატიკის სპეციალისტები „მრჩევლებს“ მოგვიანებით განუმარტავდნენ, იმ შემთხვევაში თუ „პროკრედიტ ბანკს" ამგვარად სურდა ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტის შინაარსის გაგება, მასში უნდა დაეკონკრეტებინა და ჩაეწერა „მხოლოდ რომელიმე ერთ გრაფიკზე" ან „ოთხიდან ერთ გრაფიკზე" და ა.შ. სხვა შემთხვევაში განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი „რომელიმე" „ნებისმიერის" მნიშვნელობით იხმარებოდა და საკუთარ დასკვნაში ნაცარქექიას დამგვანებული "პირადი მრჩეველი” ბანკისთვის" მაგალითებიც მოჰყავდათ ილიას თუ სხვა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან (რომელთა კითხვაც ბანკში როგორც ჩანს არ მოეთხოვებათ!).

„პროკრედიტ ბანკი“ არ დასჯერდა ზემოაღნიშნულს და მედია-საშუალებებით 2010 წლის 29-30 დეკემბერს საჯაროდ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ვალდებულებები გვქონდა დარღვეული და მას ჰქონდა „სრული უფლება“ მოეხდინა იპოთეკით დატვირთული ჩვენი ქონებების რეალიზაცია. ბანკის აღნიშნული ცრუ განცხადება უკანონო აღსრულების საქმეზე მასთან ერთი წლის შემდეგ მოგებული სასამართლო დავის შემდეგ ინტერნეტ-არქივებში რაღაც მიზეზით უკვე აღარ იძებნებოდა, რაც ჩვენი ვარაუდით „პირადი მრჩეველი“ ბანკის იმ საფუძვლიან შიშს უკავშირდებოდა, რომლის თანახმადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის „კრედიტორს“ იგივე მედია-საშუალებებით ჩვენი კომპანიის წინაშე საჯაროდ ბოდიშის მოხდა უნდა დავალებოდა.


კონგოში, ნიკარაგუასა თუ მოზამბიკში „ცნობილ“ და გერმანიაში უცნობ „გერმანულ“ ბანკს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ რუსთაველის ქვეყანაში „გესტაპოს“ მეთოდებით მუშაობა კონტრპროდუქტიულია და საკუთარი უპატიებელი დარღვევის დასამალად 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხის „კრედიტორისთვის“ გადამხდელი კლიენტის დაშინება „აღსრულებაში“ „მორიგების“ მოტივაციით ერთხელაც შეიძლება რომ სრულიად დასაბუთებულად იქცეს გადახდების შეჩერების წინაპირობა არაგერმანული „პროცენტის“ დაკარგვის სამართლიანი პერსპექტივით. იმის გამო, რომ ჩვენთვის აღარ გახლდათ საინტერესო საკუთარი ხელშეკრულებების დამრღვევ „დასავლეთევროპულ“ ბანკთან „თანამშრომლობა“ სხვა ბანკების მხრიდან ტირაჟირებული („პროკრედიტ ბანკის“) „გვერდით დგომის“ მრავალმილიონიანი რეკლამების ფონზე ჩვენ ავირჩიეთ განვითარება „ხალიკ ბანკთან“ ერთად. სასამართლოს მიერ „მოპასუხეზე“ დაკისრებულ თანხებს მასთან ურთიერთობის მრავალჯერ აპრობირებული პრაქტიკით ჩვენ კვლავაც მივმართავთ ქველმოქმედებაზე, მათ შორის მზად ვართ განვიხილოთ „გერმანული ბანკის“ ყოფილ თუ ამჟამინდელ დირექტორთა და იურისტთა კორპუსის გადამზადების დედა-ენის და იურისპრუდენციის კურსების დაფინანსება, ანაც ლაგოდეხის ნაკრძალში „ბუნების ქომაგი“ „პროკრედიტ ბანკის“ არაპროდუქტიული იურისტების თუ გარეშედ დაქირავებული ძვირადღირებული საადვოკატო კანტორების ვექილების თანხლებით ნაგვის ურნების შეტანის პომპეზური პიარ-აქციის ფინანსური მხარდაჭერა და ველით მათ გამოხმაურებას რომელიმე ზემორე შემოთავაზებაზე.

მანამდე კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ სხვა ყველა გრძნობადაკარგულ „პროკრედიტ ბანკს“ როგორც ჩანს შიშის და სირცხვილის გრძნობა მაინც შემორჩენია, (რის საბუთად და დასტურადაც შეშინებული დირექტორები და იურისტები თუ მათის მიზეზით აყირმიზებული ფილიალებიც გამოდგება) ლოზუნგებით გადავსებულ მშიერ-მწყურვალ ქვეყანაში, ბედის ირონიას ოდესღაც „გამჭვირვალე“ სადაც დღეს „ლურჯი მელია“-სფერ“ და სტაფილოსფერ „პორტფელებად“ სარეალიზაციოდ დაუნაწევრებია. გვინდა გვჯეროდეს, ფასსაც რომ ადექვატურს დაიდებს.. რჩევებს ვიძლევით, პროცენტში არა რათქმაუნდა...

P.S. იმ შემთხვევაში, თუ „პროკრედიტ ბანკს“ (რომელიც ჩვენთან დავების 8 წლის მანძილზე სულ წითელია და არასდროს გვახსოვს „გამჭვირვალე“), კვლავაც ექნება „განსხვავებული ხედვა“ და „ასიმეტრიული“ განცხადებების სურვილი (არქივებიდან მომავალში „გაქრობის“ იმედით), ჩვენ მას მივმართავთ ერთობლივი პრეს-კონფერენციის გამართვის მოთხოვნით აქ ნახსენებ თუ სხვა დანარჩენ საკითხებზე საზოგადოების და მედიის უკეთ ინფორმირებისთვის. (ფულისგან) „თავისუფალ მედიას“ კი მოვუწოდებთ გაუფრთხილდნენ ჩვენს განცხადებებს „კრედიტორთან“ სოლიდური სარეკლამო ბიუჯეტების შეთანხმებისას.

R

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100