სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როგორ მელაპარაკებით, ექიმი ხარ თუ ძველი ბიჭიო" - რას ჰყვება დაკავებული რევაზ ნასიძის დედა?

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, რევაზ ნასიძის დედის, თამარ ნიშნიანიძის თქმით, მან ექიმს არა ნარკოტიკული საშუალება, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოსთხოვა. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, რეზი ნასიძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, ცოტა უფრო ადრე კი, ჰაიმორიტი. მისი შვილი საავადმყოფოში სასწრაფომ მაღალი ტემპერატურით და თავის ძლიერი ტკივილით გადაიყვანა და ნასიძე საავადმყოფოში არა ნარკოტიკი, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, მათ შორის, მორფიუმი მოითხოვა.

„რეზიმ მომიყვა, ექიმს ვუთხარი, ძალიან მაგარი თავის ტკივილები მაქვს, დამამშვიდებელი გამიკეთეთო. დამამშვიდებელი არ გვაქვსო, უთქვამს ექიმს. მაშინ, მორფიუმი, ან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეთო, უთქვამს. მორფიუმი იმიტომაა საავადმყოფოში, ადამიანს არანორმალური ტკივილი როცა აქვს, გაუყუჩონ.

ეტყობა, მარტო რომ იყო, თან ძალიან ახალგაზრდა, მორფი რომ ახსენა, ჩათვალეს, რომ ნარკომანი იყო. თავი გამიყუჩეთ, ძალიან ცუდად ვარ, როგორ მელაპარაკებით, ან რა ტონით, ან რა ძმაოებით, ექიმი ხარ თუ ძველი ბიჭიო, რეზის უთქვამს. არა, კარგი ბიჭი ვარო, ექიმს უპასუხია. კაი ბიჭი კი არა, უზრდელი ხარო, შეეპასუხა რეზი. უზრდელიც ხარ და გაუზრდელიცო ექიმს უთქვამს და დაწოლილმა რეზიმ მოიქნია ხელი, რომელიც ექიმს მოხვდა.

მთავარი ექიმი ამბობს, სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაჟეჟილობები აქვს მიღებულიო. საოცარია, რანაიდრად უნდა მიეღო დაჟეჟილობები, დაწოლილი პაციენტის ხელის მოქნევით, რომელიც არ ამდგარა. ეს ინციდენტი რამდენიმე წამში ამოიწურა“, - აცხადებს თამარ ნიშნიანიძე.

რეზ ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100