სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემურ ყვითელაშვილმა საკუთარ დაბადების დღეზე ქართველ მსმენელს კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქა

აშშ-დან ახლად დაბრუნებულმა ქართველმა მუსიკოსმა მსმენელებს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საკუთარ დაბადების დღეზე, რიგით მერვე კიდევ ერთი ლამაზი საღამო, სახელწოდებით "კარნეგი ჰოლის შემდეგ" აჩუქა.

როგორც ყვითელაშვილმა "დრონი.ჯი"-ს განუცხადა, სახელწოდება სიმბოლურია, რადგან ივნისის ბოლოს მან სწორედ ამერიკაში "კარნეგი ჰოლის" დარბაზში ჩაატარა სოლო კონცერტი, მას შემდეგ კი ეს პირველი კონცერტია. კონცერტის დაწყებამდე გიტარისტმა ჩატარებული კონცერტის შესახებ გვიამბო.

"დრონი.ჯი": ბატონო თემურ, როგორ ჩაიარა კონცერტმა ამერიკაში, რამდენად კმაყოფილი ხართ?

– ძალიან კმაყოფილი ვარ. კონცერტებზე ყოველთვის ადრესატი მოდის, რომელსაც ზუსტად ესმის შენი მუსიკა. თუმცა კარნეგი ჰოლში ყველა ტიპის ნაწარმოებებს ვერ შეასრულებ. იქ ძირითადად მხოლოდ გიტარაზე სოლო ნომრები შესრულდა.
– ამ კუთხით როგორია ფილარმონია, რა ტიპის ნაწარმოებების შესრულება შეიძლება მასში?
– ფილარმონია ამ კუთხით დიდ გასაქანს გაძლევს რეპერტუარის მხრივ. იქ შეგიძლიათ ხმაურიანიც დაუკრათ დასარტყამთან ერთად. ამერიკაში კი მხოლოდ კამერული შესრულდა მხოლოდ ჩემი გიტარით და პიანისტის აკომპანიმენტით.
– რამდენად ხშირად მართავთ კონცერტებს საზღვარგარეთ?
– მე ვთვლი, რომ მუსიკოსი თანაბრად უნდა მართავდეს კონცერტებს როგორც თავის, ისე უცხო ქვეყნებში. ბოლო კონცერტი საქართველოში მე ექვსი თვის წინ ჩავატარე. ამ ექვსი თვის განმავლობაში ბევრი ახალი ნაწარმოები შეემატა ჩემს რეპერტუარს. ყველა დარბაზს თავისი ჟღერადობა და აკუსტიკა აქვს. კონცერტს თავისი სახე უნდა ჰქონდეს. ფილარმონიაში ბევრი არ შევასრულე ალბომის პრეზენტაცისას, რადგან არ მოიხდინა კონცერტმა და მაშინ ვერ ჩაჯდა მასში.

– ბატონო თემურ, როგორია ამერიკული პუბლიკა და რით განსხვავდება ის ქართველი მსმენელისგან?
– არაფრით. პუბლიკას ან მოსწონხარ და გიღებს, ან არა. მსმენელი ძალიან კარგად ხვდება, რამდენად ხარისხიან მუსიკას აწვდი, რამდენად მომზადებული ხარ და რამდენად მოდის ის შენი გულიდან. ადამიანი იოლად ხვდება მუსიკა რამდენად გულწრფელია. ეს ნებისმიერ ხალხთან თანაბრად ხდება. შენ ქვეყანაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, თუმცა მუსიკოსი ნებისმიერ ქვეყანაში ერთნაირად თანაბრად კარგად უნდა უკრავდეს, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი კაცი ზის დარბაზში, შენ მთელი გრძნობით უნდა დაუკრა. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი მსმენელი ესწრება მას. ყველა მაყურებელი ერთნაირად კარგია. ყველა ქვეყნის მსმენელი ჯეროვნად აფასებს მუსიკას. საღამომ, როგორც ყოველთვის თემურ ყვითელაშვილის კონცერტებს სჩვევია, თბილ გარემოში ჩაირა.Mმაყურებლები ამჯერად მასთან ერთად არა მხოლოდ მუსიკას, მის დაბადების დღესაც იზიარებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100