სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო ელიტის ყველაზე გამაოგნებელი და ამაზრზენი ციტატები

მსოფლიო ელიტის ყველაზე გამაოგნებელი და ამაზრზენი ციტატები მოსახლეობის ზრდის შემცირებასთან დაკავშირებით:

1. მსოფლიო მოსახლეობის საკითხებზე გაეროს ქვეგანყოფილების პოლიტიკის რეზიუმე, 2009 წლის მარტი: "რა გავაკეთოთ იმისთვის, რათა დავაჩქაროთ შობადობის კლება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში?"

2. ბილ გეიტსი, "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი: "დღეს მსოფლიოში 6,8 მილიარდი ადამიანია. მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად ვითარდება და 9 მილიარდ უახლოვდება. თუ დღესვე კარგად ვიმუშავებთ ახალ ვაქცინებზე, სამედიცინო-სანიტარულ დახმარებაზე და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, შესაძლოა, ეს ზრდა შევამციროთ 10-15 პროცენტით".

3. პოლ ერლიხი (Paul Ehrlich), აშშ-ს ექს-პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მრჩეველი მეცნიერების დარგში: "ყოველ ადამიანს, რომელიც დღეს იბადება, გარემოსა და პლანეტის მაცოცხლებელ სისტემაში დისპროპორცია შემოაქვს".

4. დევიდ როკფელერი: "მოსახლეობის ზრდის ნეგატიური გავლენა პლანეტარულ ეკოსისტემებზე საშინლად ცხადი ხდება".

5. ჟაკ კუსტო (Jacques Cousteau): "იმისთვის, რათა მსოფლიო მოსახლეობის სტაბილიზაცია მოხდეს, ყოველდღიურად 350 ათასი ადამიანი უნდა გავანადგუროთ".

6. საინფორმაციო სააგენტო "სი-ენ-ენ"-ის დამფუძნებელი, ტედ ტერნერი: "იდეალური იქნებოდა მსოფლიო მოსახლეობის დღევანდელი დონე 95%-ით რომ შეგვემცირებინა და 250-300 მილიონამდე დაგვეყვანა".

7. დეივ ფორმანი (Dave Foreman), თანადამფუძნებელი ორგანიზაციისა "დედამიწა უპირველეს ყოვლისა!": "ჩემი სამი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო: ადამიანების პოპულაციის შემცირება 100 მილიონამდე მთელს მსოფლიოში, საწარმოო ინფრასტრუქტურის განადგურება და უდაბნოს ხილვა მის ბინადართა სრული დაბრუნებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით".

8. პრინცი ფილიპე, ედინბურგის ჰერცოგი: "გარდასახვა რომ შემეძლოს, მკვლელ-ვირუსად დავბრუნდებოდი, და ადამიანთა პოპულაციას შევამცირებდი".

9. დევიდ ბრაუერი (David Brower), "კლუბ "სიერას" (Sierra Club) ბუნების დაცვის საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველი აღმასრულებელი დირექტორი: "ბავშვთა შობადობა საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი დასჯადი დანაშაული უნდა გახდეს, თუ მშობლებს არ ექნებათ სპეციალური ლიცენზიები მთავრობისგან... ყველა პოტენციური მშობელმა აუცილებლად და სავალდებულოდ უნდა გამოიყენოს ქიმიური კონტრაცეპტივები, ხოლო ის რჩეული მოქალაქენი, რომელთაც შვილების ყოლის უფლება აქვთ, მთავრობამ ანტიდოტებით უნდა მოამარაგოს".

10. ოჯახის დაგეგმარების ამერიკული ფედერაციის დამფუძნებელი მარგარეტ სენჯერი (Margaret Sanger): "მოწყალების უმაღლესი გამოვლინება, რომელიც შეიძლება ოჯახმა გამოავლინოს ერთ-ერთი თავისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ - მისი მოკვლაა".

11. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ სინგერი (Peter Singer): "მაშ რატომ არის შეუძლებელი უკანასკნელი თაობა გავხდეთ პლანეტაზე? ჩვენს სტერილიზაციას თუ დავთანხმდებით, მაშინ არავითარი მსხვერპლშეწირვები აღარ დაგვჭირდებოდა - ყველანი ვიზეიმებდით ჩვენს გზას გაქრობისკენ!"

12. თომას ფერგიუსონი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოვნიკი მოსახლეობის საკითხებში: "არსებობს ჩვენი მუშაობის მხოლოდ ერთი თემა - ჩვენ უნდა შევამციროთ მოსახლეობის რაოდენობა. ან მთავრობა გააკეთებს ამას ჩვენებურად, კარგი, სუფთა მეთოდების მეშვეობით, ან ისინი მიიღებენ იმის მსგავს უსიამოვნებას, როგორიც გვაქვს სალვადორში ან ირანში, ან კიდევ ბეირუთში. მოსახლეობა - პოლიტიკური პრობლემაა. რადგან მოსახლეობის ზრდადობა გამოვიდა კონტროლიდან, ის ითხოვს ავტორიტარულ მთავრობას, ფაშიზმსაც კი, რათა შემცირდეს..."

13. მიხაილ გორბაჩოვი, რუსეთის ექს-პრეზიდენტი: "ჩვენ უფრო ღიად უნდა ვისაუბროთ სქესობრივ ცხოვრებაზე, კონტრაცეპტივებზე, აბორტებზე, შობადობის რეგულირების მნიშვნელობაზე, რადგან ეკოლოგიური კრიზისი - მოკლედ რომ ვთქვათ, დემოგრაფიული კრიზისია. შეამცირეთ მოსახლეობა 90%-ით - და უბრალოდ ადამიანთა რაოდენობა საკმარისი არ იქნება იმისთვის, რათა მათ გამოიწვიონ ეკოლოგიური კატასტროფები".

14. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაური ჰილარი კლინტონი: "ამ წელიწადს აშშ-მ განაახლა რეპროდუქტიული ჯანდაცვის დაფინანსება გაეროს მოსახლეობის ფონდის მეშვეობით, და ველოდებით კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებებს. ამასწინათ აშშ-ს კონგრესმა გამოჰყო 648 მლნ. დოლარზე მეტი, რათა დაეხმაროს ოჯახის დაგეგმარებისა და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის უცხოურ პროგრამებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უნდა დავამატოთ, რომ ეს არის ფულადი სახსრების ყველაზე დიდი მოცულობა ბოლო ათი წლის განმავლობაში, იმ დროიდან, რაც ჩვენ გვყავს პრეზიდენტ-დემოკრატი.

15. ნინა ფედოროვა, ჰილარი კლინტონის მრჩეველი: "უნდა გავაგრძელოთ მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპები; პლანეტას არ შეუძლია მეტი ადამიანების შენახვა".



წყარო: http://communitarian.ru/publikacii/novyy_mirovoy_poryadok_plany/shokiruyuschie_citaty_mirovoy_elity_govoryaschey_ob_unichtozhenii_chelovechestva%85_monsanto_-__ih_instrument_27022013/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100