დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებზე პროკურატურა წინასწარ ორთვიან პატიმრობას მოითხოვს
"რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილ მინსტრსა და მათთან ერთად დაკავებულ კიდევ ოთხი პირზე საქართველოს პროკურატურა სასამართლოსგან წინასწარ ორთვიან პატიმრობას მოითხოვს.
ამის შესახებ განცხადება ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა.
დაკავებულ მაღალჩინოსნებს ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს, კახა დამენიას, დევი კანდელაკს და გიორგი ნემსიწვერიძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
ისინი ამ დროისთვის ქალაქის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან.
კომენტარი