15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, შეუძლოდ გახდა.
მარიანა ჩოლოიანი ამ დროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჩოლოიანი საავადმყოფოში გადაიყვანა.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით .დღეს დააკავა.
15 წლის მოზარდი, რომელმაც არსებული ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მომხდარს გამოეხმაურა განათლების სამინისტროც. „მწვანე სკოლაში“ ინციდენტის გამო 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.
კომენტარი