ამბობს თუ არა ეკა კვალიაშვილი უარს საქართველოს მოქალაქეობაზე?
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ეკა კვალიაშვილი საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდა და აღნიშნულ ქვეყანას მოქალაქეობას სთხოვდა.
აღსანიშნავია, რომ ის ამჟამინდელი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია. ეკა კვალიაშვილი 29 სექტემბერს "ქართული ოცნების" შემაჯამებელ აქციაზე მაყურებლის წინაშეც კი წარსდგა და საკუთარი სიმღერა - "უფლის სადიდებელი" შეასრულა.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დრონი.ჯი ეკა კვალიაშვილს დაუკავშირდა. მომღერალმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არასოდეს იტყვის. თუმცა, დაადასტურა, რომ მართლაც იმყოფებოდა საბერძნეთში და ამჟამად თბილისშია.
„საბერძნეთში მართლაც ვიყავი ჩასული მეგობრებთან ერთად, მიზანი კი უბრალოდ ქვეყნის დათვალიერება იყო, ახლა საქართველოში ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ“, - განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.
კომენტარი