აქაურ, მიწიერ თქვენს ცხოვრებას საერთოდ არ ვეხებოდი არანაირად - სახალხო დამცველის კანდიდატი
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ამ წუთებში ლევან კოკორაშვილს უსმენს. სახალხო დამცველის კანდიდატს „ოცნების“ დეპუტატებმა ფაქტობრივად გამოცდა მოუწყვეს. აინტერესებდათ რომელ წელს შეიქმნა სახალხო დამცველის აპარატი, რომელია პირველი სამართლებრივი დოკუმენტი და ა.შ.
სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლევან კოკორაშვილმა, პარლამენტის დეპუტატებს უთხრა, რომ წლების განმავლობაში ეკლესიაში იმყოფებოდა და კანონმდებლობასთან შეხება არ ჰქონია.
მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები 2005-2017 და საერთოდ არც კი ჩამიხედავს კანონში და არანაირად არ შევხებივარ კანონმდებლობას და სამართალს, საერთოდ ცხოვრებას. აქაურ, მიწიერ თქვენს ცხოვრებას საერთოდ არ ვეხებოდი არანაირად.
მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი”, — თქვა მან.
ლევან კოკორაშვილის თქმით, უკანასკნელ წლებში დაუბრუნდა იურიდიულ საქმიანობას.
2017 წლიდან განვაახლე, ვაახლებ და ვაახლებ ყოველ დღე”, — დასძინა მან.
პარლამენტი ომბუცმენობის კანდიდატების შერჩევას აგრრძელებს. დღეს კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენენ
კომენტარი