სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაკა ტარყაშვილი: კარგი იქნება, თუ ბევრი გადაიღებს ამ იდეას და ასეთი ფორმითაც ვიტყვით რომ "რუსეთი ოკუპანტია"

კლინიკაენმედიცისპიარ-მენეჯერი, მაკა ტარყაშვილი ბათუმის სანაპიროდან საინტერესო ფოტოებს აქვეყნებს და აი, რას წერს:

გუშინ მე და ჩემი მეგობრები ვიყავით ბათუმის სანაპიროზე, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იმყოფებოდა. ძლივს მოვახერხეთ შეზლონგის "ჩადგმა".

ცოტა ხანში მოგვადგა რუსი ტურისტი (რომელსაც თან ასაკიანი დედა და ძმა ახლდა) და აგრესიულად ეკითხება ჩემს მეგობარს: თავად მიხვდები რომ უნდა ადგე და გაიწიო, თუ მე უნდა გითხრა აუცილებლად?

ჩვენ, წყნარად ავუხსენით რომ ადგილი არ იყო, ისინი კი, განაგრძობდნენ პრეტენზიის დემონსტრირებას, უხეშად და იზომავდნენ ადგილს პლაჟზე...დღეს კი, სანაპიროზე ეს ქვები აღმოვაჩინეთ...

მადლობა იმ ადამიანს, ვინც ქვებზე დაიტანა მსგავსი ფრაზები და ასე გამოხატა თავისი გულისტკივილი. კარგი იქნება, თუ ბევრი გადაიღებს ამ იდეას და ამგვარი ფორმითაც ვიტყვით რომ: რუსეთი ოკუპანტია“, - წერს მაკა ტარყაშვილი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100