მარგველაშვილი: ჯერ არ ვიცით, რაში გამოვიყენებთ 140 მლნ დოლარს
ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის 140 მილიონ დოლარს გამოყოფს.
პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს პროფესიული განათლების სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს, რომლისთვისაც 15 მილიონის ინვესტიციაა მომზადებული.
ამ საკითხთან დაკავშირებით droni.ge განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დაუკავშირდა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუ რაში გამოიყენებს განათლების სამინისტრო 140 მილიონ დოლარს.
კომენტარი