ვიდეოკლიპი ზოოფილიის წინააღმდეგ თუ ზოოფილიის პროპაგანდა? (ვიდეო)
კლიპი, რომელიც „იუთუბზე“ ივლისის ბოლოს აიტვირთა და რომელიც პატრიკ სკოტის სელფ–პრომოუშენის ფარგლებში გაკეთდა, წარმოდგენილია, როგორც იუმორისტული საიტის რეკლამირება, მაგრამ დასავლურ მედიაში დღემდე მითქმა–მოთქმის საგანია.
ჟურნალისტები და სპეციალისტები ცდილობენ გაარკვიონ, რისი თქმა უნდოდა კლიპის ავტორს: იმის, რომ ზოოფილია დასჯადია (ან – უნდა იყოს), თუ კლიპი, ნებსით ან უნებლიედ, ზოოფილიის არაპირდაპირი პროპაგანდაა. აზრი ორადაა გაყოფილი და, თუ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული მოსაზრებებისა და გამოხმაურებების მიხედვით ვიმსჯელებთ, უმრავლესობა, ჯერჯერობით, ვერცერთმა ჯგუფმა ვერ მოიპოვა.
არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კლიპი მსგავსი სკანდალურობისთვის თავიდანვე იყო „გამზადებული“, ანუ მისმა შემქმნელებმა იგი განგებ დაამზადეს ისე, რომ ვერც ვერავინ შედავებოდათ და კლიპიც უაღრესად პოპულარული გამხდარიყო.
„დრონი.ჯი“ ამ კლიპს წარმოგიდგენთ და თქვენი გადასაწყვეტია, მისი ნახვის სემდეგ რომელი მოსაზრების მომხრეთა შორის აღმოჩნდებით...
კომენტარი